სხვა ვიდეო: თვითმფრინავი ფრინველების გუნდს შეეჯახა და ყაზახეთში ჩამოვარდა გუშინ, 17:00 თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან მოფრინავდა აქტაუს მახლობლად ჩამოვარდა მას შემდეგ, რაც საგანგებო სიტუაციიის სიგნალი მიიღო. თვითმფრინავის ჩამოვარდნას 25 მგზავრი ემსხვერპლა. ყაზახეთში აზერბაიჯანის ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქოდან (აზერბაიჯანი) გროზნოში (რუსეთი) მიფრინავდა. ინფორმაციას Tengri News ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ბაქო-გროზნოს მარშრუტზე მფრინავმა თვითმფრინავმა Embraer ERJ-190 -მა გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ფრინველთან შეჯახების და საჭის დაზიანების გამო. პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბაქოდან გროზნოში მიმავალმა თვითმფრინავმა აქტაუში სასწრაფო დაშვება მოითხოვა, ადგილობრივი დროით 11:20 საათზე გამოჩნდა. რაზერბაიჯანის ავიახაზების ავიაკატასტროფაზე გროზნოს აეროპორტის პრესსამსახურის ცნობით, მარშრუტის შეცვლის მიზეზი სქელი ნისლი გახდა. თვითმფრინავი ჯერ მახაჩკალაში, შემდეგ კი აქტაუში გადაამისამართეს. გადაღებული ვიდეო ასახავს თუ როგორ დაიშალა თვითმფრინავი ნაწილნაწილ.ხანძარი სწრაფად ჩააქრეს. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, ბორტზე 67 ადამიანი იმყოფებოდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ავიაკატასტროფას 25 ადამიანი გადაურჩა. ყაზახური მედიის ცნობით, ბორტზე აზერბაიჯანის 37, რუსეთის 16, ყაზახეთის 6 და ყირგიზეთის 3 მოქალაქე იმყოფებოდა. 119 შეფასება არ არის
|