სხვა პაპამ საკუთარ შვილიშვილებს საშობაო საჩუქრები გაუყიდა და ნარკოტიკები შეიძინა გუშინ, 14:22
აშშ-ში, მიჩიგანში, ნარკომანმა ხანში შესულმა მამაკაცმა საკუთარ შვილიშვილებს საშობაო საჩუქრები მოპარა, გაყიდა და აღებული ფულით ნარკოტიკები შეიძინა. ამის შესახებ Fox 17 წერს.
დონ ლუკას უმცროსმა განაცხადა, რომ შობის სადღესასწაულო დღეებში სახლში მიიწვია და შეიფარა საკუთარი მამა, 62 წლის დონალდ ლუკას უფროსი. დღესასწაულისთვის სამზადისში ლუკას უმცროსმა ოთხი შვილისთვის საჩუქრები იყიდა, მაგრამ მალევე აღმოაჩინა, რომ ისინი გაქრა. "ამის გამო ავტირდი", - აღიარა მარტოხელა მამამ, რომელიც მეუღლის გარეშე ზრდის შვილებს. აღმოჩნდა, რომ მათი შვილიშვილების საჩუქრები მათმა პაპამ მოიპარა. დონალდ ლუკას უფროსმა ბავშვების საჩუქრები 1000 დოლარად გაყიდა და იმით მეტამფეტამინი იყოდა. ის ნარკოტიკებთან ერთად გამოიჭირეს და დააკავეს. ლუკას უმცროსმა არ იცოდა რა ეთქვა ბავშვებისთვის. მამაკაცს არ ჰქონდა საშუალება ხელმეორედ ეყიდა მათთვის ახალი საჩუქრები. როდესაც ლუკას უმცროსის პრობლემის შესახებ რომ გაიგეს, ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა და ორგანიზაციებმა მას ორი ათასი დოლარი შეუგროვეს.თითოეულ ბავშვს შეხვდა 500 დოლარი. მისი შვილები საშობაოდ შეძლებენ ამ ფულით იყიდონ ნებისმიერი სათამაშო, რომელიც მათ სურთ. ეს მომენტი ნამდვილად იქცა უდიდეს სიხარულად დონალდ უმცროსისთვის, რომელიც ფიქრობდა, რომ მისი შვილებისთვის შობა აღარ დადგებოდა. ”მინდა გითხრათ მადლობა და გილოცავთ შობას.-თქვა ლუკას უმცროსმა.-შოკირებული ვარ, ჩვენს დასახმარებლად რამდენი ადამიანი გამოგვეხმაურა, ” 188 1-ს მოსწონს
|