სხვა ბიბლიოთეკები 2012, 25 ოქტომბერი, 15:38 ჩემის ღრმა რწმენით ბიბლიოთეკები პირდაპირ კავშირშია იმ აქტიურ მოვლენებთან რაც დღეს ქვეყანაში ხდება. წიგნიერებოს უფრო მაღალი დონე, რომ იყოს ჩვენს ქვეყანაში ალბათ უკეთესი არჩევნები და შედეგებიც განსხვავებული გვექნებოდა.
ვერ ვიტყვი რომ ბიბლიოთეკები უკიდურესად ცუდ მდგომარეობაშია, მაგრამ აბსოლიტურად ცარიელია. ასევე აშკარად დაკნინებულია მათი როლი იმ ყურადღებასთან შედარებით რაც სპორტს და სპორტულ მოედნებს ეთმობა. ცხადია არც ჯანსაღი ცხოვრების წესს ვუგულვებელვყოფ. მაგრამ ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სული როგორ იქნება თუ ჩვენს გონებასა და გულსაც ისევე არ ვწვრთნით როგორც სხეულს?!
ბიბლიოთეკების დიდ ნაწილს არ აქვთ ინტერნეტისადმი წვდომა, არ ხდება წიგნის და კითხვის პოპულარიზაცია. ბიბლიოთეკები დაემსგავსა ორმოში დამარხულ განძს, რომლის მხოლოდ არსებობა უკვე აკმაყოფილებს მის მფლობელთ და აზრად არ მოსდით მისი გამოყენება.
რეიტინგს ნამდვილად არ დაკარგავს ახალი ხელისუფლება თუ ამ მხრივ რეალურ ნაბიჯებს გადადგამენ.
დიდად ნასიამოვნები დავრჩები თუ შემდეგი ჩემი ვიზიტების დროს ბიბლიოთეკაში, ![]() 14 9-ს მოსწონს |
მრავალფეროვნება !