x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
10 ყველაზე საშინელი ციხე რუსეთში, სადაც მოხვედრას სიკვდილი ჯობია პატიმრისთვის

image
1. კადრში ხედავთ რუსეთის ყველაზე მკაცრი რეჟიმის ციხეს, რომლის გაოგნებაზე ყველაზე სტაჟიან კრიმინალებსაც კი შიშის ჟრუანტელი უვლით, რადგან ესაა ციხე, საიდანაც ჯერ არავინ გაქცეულა და ვერც პატიმრები გამოდიან თავისუფლებაზე.
ესაა "შავი დელფინი". ციხე, სადაც პატიმრობას იხდიან სერიული მკვლელები, მანიაკები, ტერორისტები და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სამუდამო პატიმრობა მისჯილი პატიმრები.
აქ პატიმარი 24 საათის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშაა, პატიმარი კორპუსიდან კორპუსამდე გადაჰყავს შეიარაღებულ ბადრაგს, პატიმარს ფეხებზე და ხელებზე ბორკილები ადევს, თვალები კი ახვეული აქვს, ციხის განლაგება, რომ არ დაიმახსოვროს.

image

2. "პოლარული ბუ".

image
ეს კოლონია მდებარეობს იამალ-ნენეცეთის ავტონომიურ მხარეში. ესაა კოლონია სამუდამო პატიმრობა მისჯილი პატიმრებისათვის, რომელიც გაიხსნა 1961 წელს.
2004 წლამდე "პოლარულ ბუში" სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა კატეგორიის დამნაშავეები, მაგრამ 2004 წლიდან მან მიიღო განსაკუთრებით მკაცრი რეჟიმის კოლონიის, სადაც სასჯელს იხდიან სამუდამო პატიმრობა მისჯილი ადამიანები.
თუ რა ხდება ციხის შიგნით საზოგადოებისათვის უცნობია, მაგრამ რამდენჯერმე გაჟონა ციხიდან ინფორმაციამ, რომ ციხეში იმ პატიმრებს, ვინც ბრალს ციხეში მოხვედრის მერეც არ აღიარებს ამყოფებენ სპეც განყოფილებაში, სადაც მათ მორალური, ფიზიკური და სექსუალური სახის ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ.

3. "ვლადიმირის ცენტრალი".

image
ეს ციხე განკუთვნილია განსაკუთრებით საშიში პატიმრებისთვის. დღემდე გამოირჩევა პატიმრებისადმი სასტიკი მოპყრობის ადმინისტრაციით.
ციხიდან ჯერ არცერთი გაქცევა არ დაფიქსირებულა მთელი მისი არსებობის მანძილზე.
ამ ციხეში იყო გამოკეტილი გერმანელი ფელდმარშალი ფრიდრიხ პაულიუსი, მომღერალი ლიდია რუსლანოვა, ბერლინის კომენდანტი ჰელმუტ ვეიდლინგი და სტალინის დავალებების იდეალური შემსრულებელი, საბჭოთა სპეცსამსახურების ცნობილი სახე, ტროცკის მკვლელი, მზვერავი და დივერსანტი პაველ სუდოპლატოვი, რომელსაც მეტსახელად "მგლებზე მონადირეს" ეძახდნენ.

image
განსაკუთრებით საშიშ დამნაშავეებს ამყოფებენ სპეც ბლოკებში, სადაც განსაკუთრებულად სასტიკი რეჟიმის ქვეშ იხდიან სასჯელს. დერეფანში ასეთი პატიმრები გაჰყავს შეიარაღებულ ბადრაგს, რომლებსაც ადამიანებზე დაგეშილი გერმანული ნაგაზებიც ახლავთ თან.
ამ ციხეში პატიმრობა უამრავ ქართველ "კანონიერ ქურდს" აქვს მოხდილი, რომლებიც მძიმე და აუტანელი პირობების მიუხედავადაც კი ვერ გატეხეს (კრიმინალური მენტალიტეტის სიმტკიცე ყოფილ სსრკ-ში, ყველაზე მეტად ქართველ და საქართველოს მოქალაქე იეზიდებში იყო).

4. "შავი არწივი".

image
ურალის მიყრუებულ ადგილას მდებარე ეს ციხე პანიკაში აგდებდა იქ მოხვედრილ მსჯავრდებულს ის არსებული სასტიკი რეჟიმის გამო. ციხეში ათავსებდნენ მანიაკებს, მკვლელებს და მოძალადეებს.
განსაკუთრებით მძიმე რეჟიმში ყოფნის გამო პატიმრების დიდი ნაწილი ციხეში 10 წლის ყოფნის მერე ჭკუიდან იშლებოდნენ.
2018 წელს საზედამხედველო სამსახურის მუდმივი საჩივრების გამო, ციხეში გამეფებული ანტისანიტარიის და შეშლილი პატიმრების მოზრდილი კონტიგენტის არსებობის გამო ციხე დაიხურა.
ადგილობრივ ხელისუფლებას ნება დართეს ციხე გამოიყენონ, როგორც ტურისტული ზონის ნაწილი და ამით შეავსონ ადგილობრივი ბიუჯეტი, მაგრამ საეჭვოა რუსული "ოსვენციმის" დათვალიერების მსურველი ბევრი აღმოჩნდეს.

5. "თეთრი გედი".

image

ციხეს ეს სახელი არაოფიციალურად აქვს მინიჭებული, მიზეზად კი სახელდება დერეფანში გაყვანილი პატიმრის მდგომარეობა, რომელიც მაქსიმალურადაა წინ გადახრილი და ხელები უკან გედის ფრთებივით აქვს გაშლილი.
"თეთრ გედში" სასჯელს იხდიან ადამიანები, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი, მათ უფლება აქვთ ოჯახისგან და ნათესავებისგან წერილი მიიღონ მხოლოდ ციხეში 10 წლიანი ყოფნის შემდეგ.
ამ ციხეში იმყოფება ცნობილი ფოთელი მოკრივე პაატა გვასალია, რომელიც ბედის უკუღმართობით მოხვდა ამ ციხეში, როგორც ფაქტებით დადასტურებულია სრულიად უდანაშაულოდ, რომელზეც ცალკე სტატიაში მოგახსენებთ.

image

6. "ლეფორტოვოს ციხე".

image
ესაა რუსეთის ფედერაციაში ყველაზე დახურული ტიპის ციხე, რომელიც თავიდან სამხედრო ციხე იყო, სადაც სამხედროები იხდიდნენ სხვადასხვა დანაშაულისათვის სასჯელს.
დ"დიდი ტერორის" დროს შინსახკომი ამ ციხეს იყენებდა ეჭვმიტანილების დასაკითხად და საწამებლად. ციხე 1954 წლიდან 1991 წლამდე იყო სახელმწიფო უშიშროების დაქვემდებარებაში. ამ ციხეში იხდიდა სასჯელს დისიდენტი ალექსანდრე სოლჟენიცინი.

ამჟამად ციხე გადაქცეულია საგამომძიებლო იზოლატორად, სადაც არ უშვებენ ჟურნალისტებს, სადაც თვით სახელმწიფო ჩინოვნიკიც კი ვერ მოხვდება ვერანაირი საშვით.
ლეფორტოვოს ციხეში იხდიდა სასჯელს უკრაინელი ნადეჟდა სავჩენკო და სვეტლანა დავიდოვა, რომელსაც უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ედებოდა ბრალი.

ამ ციხის უნიკალურობა იმაშია, რომ აქ არანაირი კრიმინალური იერარქია არ არსებობს, ყველა განურჩევლად მისი სტატუსისა, ვალდებულია ისე მოიხადოს სასჯელი, როგორც სხვა იხდის. ეს კი განპირობებულია იმით, რომ თითოეული პატიმარი იზოლირებულია და პატიმრებს შორის კონტაქტის დამყარება შეუძლებელია, ციხეში ვერ მოხვდება ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებები, ერთადერთხელ რეჟიმის თანამშრომლის მიერ მოხდა ნარკოტიკის შეტანის მცდელობა. ის დააკავეს და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

7. "ვოლოგდის ხუთიანი".

image
სამუდამო პატიმრობა მისჯილებისთვის განკუთვნილი ციხე სისტემაში 5 ნომრადაა აღნიშნული და აქედან მიიღო სახელწოდებაც. ციხე განთავსებულია კუნძულზე, ყოფილ მონასტერში. გარემო პირობების გამო, ციხიდან გაქცევის არცერთი შემთხხვევა არ დაფიქსირებულა ან სად ან რითი უნდა გაიქცეს წყლით შემოსაზღვრული, ასტიკ კლიმატურ პირობებში პატიმარი?
ციხე ცნობილია უსასტიკესი რეჟიმით, აღნიშნულ ციხეს იყენებენ პედოფილებისა და მკვლელების საპატიმროდ.
ციხის ადმინისტრაციაც კი ხშირად იცვლება, რადგან როგორც ისინი ამბობენ და პატიმრებიც უმოწმებენ, ციხეში ხშირად ხედავენ ანგელოზების აჩრდილებს და იმ ადამიანების აჩრდილებს, ვისაც აქ თავის დროზე შინსახკომი წამებით კლავდა.
უახლესი 10 წლის განმავლობაში ციხის ადმინისტრაცია შვიდჯერ შეიცვალა, რადგან ოფიცრები უარს აცხადებდნენ ყოფილ მონასტერში განთავსებული მკაცრი რეჟიმის ციხეში სამსახურს, რადგან დღისითაც და ღამითაც ჩაესმით მოსასმენად აუტანელი ხმები.
ციხეში სასტიკადაა საწოლზე ჩამოჯდომა და წამოწოლა დაბნელებამდე, ციხეში ყოველდღე ტარდება ჩხრეკა, ერთი სიტყვით ეს ციხე ითვლება მიწიერ ჯოჯოხეთად.

8. "ბუტირკის ციხე".

image
"ბუტირკა"- ესაა ყველაზე დიდი და ერთერთი ყველაზე ძველი ციხე მთელ რუსეთში. ციხე დაარსებულია დედოფალ ეკატერინე ||-ის დროს, ისევე როგორც "ვლადიმირის ცენტრალი". თავის დროზე "ბუტირკა" იყო გამანაწილებელი პუნქტი იმ პატიმრებისათვის, ვისაც ციმბირში აგზავნიდნენ ეტაპით.
1937-1938 წლებში "ბუტირკაში" იმყოფებოდა 20 000 პატიმრამდე, რომელთა დიდი ნაწილი ციხის სარდაფში დახვრიტეს.

ამ ციხეში იხდიდნენ სასჯელ ემელიანე პუგაჩოვი, ოსიპ მანდელშტამი, ნესტორ მახნო, ალექსანდრე სოლჟენიცინი.
დღესაც ამ ციხეში ასტიკი რეჟიმი და პირობებია, პატარა საკნებში, რომელიც არ ნიავდება, საშინელი ხვატია. პატიმრებს რაოდენობის გამო უწევთ 2-3 და 4 ცვლად ძილი გარდა ციხეში მყოფი კრიმინალური სამყაროს იერარქებისა. აღნიშნული ციხე ძალიან ბევრ ქართველ "კანონიერ ქურდს" აქვს გამოვლილი, ძალიან ცნობილებსაც და ნაკლებად ცნობილებსაც.

9. "ელეცის დახურული".

image
ციხეში, რომელიც 1592 წელს ააშენეს (აშენება საკმაოდ ხმამაღალი განაცხადია, შემოღობილ მიწის ღრმა ორმოებზე როცაა საუბარი), საკნები საერთოდ არ იყო. პატიმრებს ანთავსებდნენ მიწაში ამოთხრილ ორმოებში, რომელიც ფიცარნაგით იყო გადახურული.
ელეცში ხის ციხე გამოჩნდა 1763 წელს, ხოლო ქვის ციხე ძალიან გვიან მეცხრამეტე საუკუნეში.


სწორედ ამ ციხის გავლით აგზავნიდნენ კატორღაში პატიმრებს სხვადასხვა სახის დანაშაულებისათვის, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ადამიანებს.
ამ ციხეში იხდიდა გარკვეული დროით სასჯელს დრუჟინინი, კამენიცკი და ჩიგირინსკი.
ამ ციხეში პატიმრებს ყოველგვარი ცერემონიის გარეშე ოდნავი შეპასუხებისთვისაც სამარტოო საკანში სვამდნენ საკვების და სასმელი წყლის გარეშე, განათებაზე საუბარიც კი ზედმეტი იყო.
არც სასტიკი ცემა იყო ამ ციხის პატიმრებისათვის უცხო.
არაოფიციალური ინფორმაციით "ელეცის დახურულში" იშვიათობას არ წარმოადგენს არაადამიანური მოპყრობა დღესაც პატიმრების მიმართ, ადმინისტრაცია განსაკუთღებით დაუნდობელია კრიმინალური ავტორიტეტებთან მიმართებაში.
ცემა, ღისების შემლახავი, ოპყრობა და სექსუალური სახის ძალადობა, აი ის მიზეზები, რის გამოც აღნიშნულ ციხეში თვითმკვლეელობების რიცხვი მაღალია.

10. "მეზღვაურის დუმილი".

image
ამ ციხეს ძალიან დიდი წარსული აქვს, დაწყებული 1775 წლიდან, როცა ეს ციხე ააშენეს თაღლითებისა და სხვადასხვა ჯურის დამნაშავეებისათვის.
მოგვიანებით ციხეს სახელი გადაარქვეს და მოსკოვის გამოსასწორებელი ციხე უწოდეს და დამატებითი ბლოკებიც ააშენეს პატიმრებისათვის.

1918 წელს ციხის ბაზაზე აშენდა დამატებითი განყოფილება არასრულწლოვნებისათვის, მოგვიანებით კი იქიდან არასრულწლოვნები გაიყვანეს და მათ კორპუსში ტუბერკულოზიანები გადაიყვანეს.
"მეზღვაურის დუმილმა" თავისი სრული დანიშნულება 1946 წლიდან მიიღო, აქ ამყოფებდნენ საბჭოთა პარტიულ ელიტას, რუს ოლიგარქებს, ისეთებს, როგორიც იყვნენ მიხაილ ხოდორკოვსკი და სერგეი პოლონსკი. ასევე მთელ რუსეთში სახელგანთქმული თაღლითი სერგეი მავროდი.
ამ ციხეში სასჯელს იხდიდნენ საკავშირო მასშტაბის კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის ქართველებიც. ლეგენდარული "იაპონჩიკი" (ვიაჩესლავ იავანკოვიც აღნიშნულ ციხეში იხდიდა სასჯელს). ამ ციხეში იხდიდა სასჯელს ასევე ძალიან ცნობილი ქილერი ალექსანდრე სოლონიკი.

სალონიკი იყო ერთადერთი პატიმარი, რომელმაც ამ ციხიდან წარმატებით მოახერხა გაქცევა ციხის ზედამხედველ მენშიკოვთან ერთად, სხვა ორი გაქცევის მცდელობა მალევე აღკვეთეს ციხის თანამშრომლებმა.
სალონიკი შესაძლოა ციხიდან სპეციალურად გააპარეს, როგორც უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელი ქილერი, რომლის კისერზეც იყო ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტების სიკვდილი, 4 მილიციონერის მკვლელობა და კრიმინალური დაჯგუფებების წევრთა სიკვდილი. სალონიკი გაიქცა ციხიდან, რათა საკუთარ სიკვდილს სამშობლოდან შორს, საბერძნეთში შხვედროდა, სადაც ის ქილერთა ჯგუფმა თასმით დაახრჩო.

image


0
53
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0