სხვა რომის პაპთან "გადაღებულმა"ვულგარულმა ფოტოებმა მადონას ფანების აღშფოთება გამოიწვია(ფოტოები) დღეს, 13:04 პროვოკაციულმა კადრებმა ცნობილი პოპ-მომღერლის თაყვანისმცემლების აღშფოთება გამოიწვია.
მომღერალ მადონას კრიტიკის კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი სურათების გამოქვეყნების შემდეგ.
სურათებზე მომღერალი რომის პაპის მკლავებშია მოქცეული, რომელიც მადონას "ვნებიანად" უყურებს.თავად მადონას გამომწვევ სამოსი აცვია -ნახევრად გამჭვირვალე კორსეტი ღრმა დეკოლტეთი, მოკლე შორტები და ბადისებრი კოლგოტები. კადრებს თაყვანისმცმელებში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ბევრმა მომღერალი უპატივცემულობასა და გადამეტებულ პროვოკაციაში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელ X-ზე მომხმარებლებმა გამოთქვეს უკმაყოფილება: "ეს უკიდურესი უპატივცემულობაა", "უბრალოდ უცნაური და საშინელია", "მან დაკარგა კავშირი რეალობასთან", "ეს არის ამაზრზენი!" მადონა რომ პროვოკაციული გამოხტომებით გამოირჩევა, ეს ახალი ამბავი არ არის.მათ შორის რელიგიურ თემაზე, ჯერ კიდევ შორეულ 80-იან წლებში მადონამ სიმღერაზე " "Like A Prayer"(1989) გადაიღო კლიპი, რომელსაც დიდი სკანდალი მოყვა, კლიპში მადონა კოცნის შავკანიან იესოს, ხოლო კლიპის ფინალში კათოლიკიური ჯვრების დაწვის სცენაა ასახული.ვატიკანის რეაქცია მწვავე იყო, მკრეხელური კლიპის გამო, მისი განკვეთა მოითხოვეს. ხმამაღალი სკანდალის შემდეგ "პეპსიმ" მადონას სარეკლამო კონტრაქტი შეუწყვიტა და კომპენსაციის სახით 5 მილიონი დოლარი გადაუხადა. 117 3-ს მოსწონს
|