საზოგადოებრივი "ქალბატონი ელჩედან" – იდუმალი იბერიული ქანდაკება 26 დეკემბერი, 9:00 1897 წლის 4 აგვისტოს ლა ალკუდში, პატარა სოფელში, ქ. ელჩეს მახლობლად, (ესპანეთი) მანუელ კამპელო ესკლაპესომ, სრულიად შემთხვევით, აღმოჩენა გააკეთა, რომელმაც ესპანური არქეოლოგიის კურსი სამუდამოდ შეცვალა. ჭაბუკმა მუშებს, რომლებიც მიწას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის ასუფთავებდნენ, წყალი მიუტანა. თხუთმეტი წლის მანუელი მოწყენილი იყო და უსაქმურობისგან, აღარ იცოდა რა ეკეთებინა... მან წერაქვი აიღო და პატარა ბორცვის თხრა დაიწყო, რომლიდანაც მიწა ცვიოდა. მოულოდნელად, მისი წერაქვი რაღაც მყარს წააწყდა. აღმოჩნდა რომ, ეს ქვის გროვა იყო, რომლის შიგნით რაღაც უჩვეულო იმალებოდა. ქვების მოცილების შემდეგ, ბიჭმა ქალის ბიუსტი დაინახა, რომელსაც რთული თავსაბურავ ჰქონდა და უცნაური სამკაული ეკეთა. აღმოჩენის ადგილი – ლა ალკუდია, განთქმული იყო თავისი მდიდარი არქეოლოგიური მემკვიდრეობით. მის ტერიტორიაზე, რომაული და იბერიული დასახლებების, არაერთი ნაშთი იყო ნაპოვნი. მაგრამ იქამდე, ამ მასშტაბის და მნიშვნელობის, არაფერი ყოფილა ნაპოვნი. როდესაც ბიუსტი მიწისგან გაიწმინდა, მუშები ქალის გარეგნობით გაოცდნენ. მას მშვიდი მზერა და დახვეწილი ნაკვთები ჰქონდა. ხოლო, მის თავს რთული თავსაბურავი ამშვენებდა, რომელიც მოგვიანებით, ესპანური კულტურის საკულტო ხატება გახდა. 56 სმ სიმაღლის, კირქვისგან გამოკვეთილი ბიუსტი, საოცრად კარგადაა შემონახული. ქალის სახეს, ორივე მხრიდან, ბორბლის ფორმის, დიდი სამკაული ამშვენებს, რომელიც იბერიულ ქალთა ტრადიციულ სამკაულს მოგაგონებთ. მას დიდი ზომის ყელსაბამი უკეთია. ნაკეთობის უბადლო შესრულების ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, ის ბევრად უფრო დახვეწილია, ვიდრე იბერიული პერიოდისგან იყო მოსალოდნელი, რომელიც ძვ. წ. აღრ. V-I სს–ით თარიღდება. ინფორმაცია ლა ალკუდის აღმოჩენის შესახებ, სწრაფად გავრცელდა. ბიუსტის მპოვნელები მაშინვე დაუკავშირდნენ მიწის მესაკუთრეს და არქეოლოგ პედრო იბარას, რომელიც რეგიონის ისტორიულ პოტენციალს აღრიცხავდა. ბიუსტის შესწავლის შემდეგ, იბარამ ამ აღმოჩენის უდიდესი მნიშვნელობა გააცნობიერა. მაგრამ მას, შემდგომი კვლევისთვის, არც რესურსი და არც გამოცდილება გააჩნდა... და სწორედ ამ დროს, გამოჩნდა ფრანგი არქეოლოგი, ვინმე პიერ პარისი, რომელიც ძველი ესპანეთის ისტორიის სპეციალისტი იყო და როგორც აღმოჩნდა, სწორედ იმ დროს ესპანეთში იმყოფებოდა. მან ამ არტეფაქტის ლუვრისთვის შეძენა გადაწყვიტა. 1897 წლის ბოლოს, აღმოჩენიდან რამდენიმე თვის შემდეგ, "ლედი ელჩედან", ან "ქალბატონი ელჩედან", როგორც მას ეძახდნენ, ფრანგებმა შეიძინეს და ის ესპანეთიდან გაიტანეს. ათწლეულების მანძილზე, ბიუსტი ლუვრში იფინებოდა და იბერიული კულტურის სიმბოლოს წარმოადგენდა. 1941 წელს კი, II მსოფლიო ომის დროს, "ლედი ელჩედან", ესპანეთში დაბრუნდა. ფრანკოს მთავრობამ მოლაპარაკების შედეგად, საფრანგეთიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი კულტურული არტეფაქტი დაუბრუნა ქვეყანას. რეპატრირებულთა შორის, ზემოთ ხსენებული ბიუსტიც იყო და ის მადრიდის ეროვნულ არქეოლოგიურ მუზეუმში მოათავსეს, სადაც დღემდე ინახება. ის ესპანეთის, ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ეროვნული სიმბოლოა. საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე კვლევის მიუხედავად, ბიუსტი ისევ იდუმალებით არის მოცული. არავინ იცის მისი წარმოშობის და დანიშნულების ისტორია. თუმცა, მეცნიერთა ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ის დაკრძალვის ურნას წარმოადგენდა, რადგან ბიუსტის უკანა მხარეს არსებულ ღრუში, ადამიანის ფერფლის კვალი აღმოაჩინეს. გარდა ამისა, 2005 წელს კირქვის ფორებში, ბუნებრივი საღებავის კვალიც იპოვეს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ბიუსტი ადრე შეღებილი იყო. შესაძლოა, "ლედი ელჩედან" ისე გამოიყურებოდა, როგორც ეს გაფერადებულ ფოტოზეა ნაჩვენები. არხის სხვა სიახლეები:* "ცრემლების ბილიკები" და მასობრივი მოწამვლა – საშინელი ფაქტები აშშ–ს ისტორიიდან (და ესენი, კიდევ ჩვენ გვმოძღვრავენ?!)* წარმოუდგენელი აღმოჩენა ჩილეში* ყველასთვის ნაცნობი და ამავდროულად, არაორდინალური (15 ფოტო)* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები359 2-ს მოსწონს
|