x
image
მატასი
ვინ დაიარება პარლამენტში ველოსიპედით
image
























დღეს, 25 ოქტომბერს, პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა სამსახურში მისასვლელად არაორდინალური სატრანსპორტო საშუალება აირჩია, იგი არც მეტი არც ნაკლები, ველოსიპედს შემოაჯდა შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი და პარლამენტისკენ გააქროლა. ეს აზრი ვის უნდა მოსვლოდა თავში, თუ არა გარემოს დაცვის მინისტრს, თუმცაღა ყოფილს, იუმორის მოყვარულ გოგა ხაჩიძეს.

ბატონ გოგას კი ამ ფილოსოფიურ-ოხუნჯური გადაწყვეტილებისაკენ, ცნობილმა ანეკდოტების მომყოლმა, ბიძინა ივანიშვილმა უბიძგა.

ალბათ ყველას გახსოვთ ბიძინას მოყოლილი ''ქალო შედი ბუტკაში'', გუშინ გოგა ხაჩიძემ ბატონ ბიძინას ახალი ანეკდოტის მოყოლა სთხოვა, ამ უკანასკნელმა კი ანეკდოტის ნაცვლად ხაჩიძეზე ხუმრობა გაიხსენა და ისიც დაამატა, რომ არსებობს ფოტოები, თუ როგორ სეირნობს სამინისტროს დერეფნებში ყოფილი გარემოს დაცვის მინისტრი. გუშინვე გავრცელდა სოციალურ ქსელზე ხსენებული ფოტოები. გოგა ხაჩიძემ კი განმარტა, რომ იგი კი არ დასეირნობდა ველოსიპედით დერეფნებში, უბრალოდ ეს ველოსიპედი იყო ჯილდო, სამინისტროს ერთ-ერთი კონკურსის გამარჯვებულისათვის.


ახლა კი გთავაზობთ დღევანდელ ვიდეოს - ''პარლამენტოსკენ მიმავალი სოლიდურად ჩაცმული მამაკაცი ველოსიპედით''.

4
123
7-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
123
  
2012, 28 ოქტომბერი, 16:35
ზუსტადაც რომ გარემოს დაცვის მინისტრმა უნდა იაროს ველოსიპედით. არაფერი სასაცილო და კურიოზული აქ არაფერია, ეს მარტო ჩვენ გვიკვირს ქართველებს. ველოსიპედის უნახავები რომ ვართ. ჯერ ქართველებს კიდე დიდი დრო გვჭირდება რომ გავიგოთ ველოსიპედი რისთვისაა მოგონილი
2012, 25 ოქტომბერი, 19:17
მიყვარს ესეთი გიჟი ხალხი
2012, 25 ოქტომბერი, 15:31
:)))))))მშვენიერია კაცმა დილით სუფთა ფაერზე ჯანსაღად გაისეირნა:))))) ამ ქუჩაზე დავდიოდი 5 წელი უნივერსიტეტში
2012, 25 ოქტომბერი, 15:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4