სისხლის სამართალი ვინ მოკლა ელენა ზაკოტნოვა? -კრიმინალური არქივიდან 22 დეკემბერი, 12:10
ითვლებოდა, რომ ანდრეი ჩიკატილომ პირველი მკვლელობა 1978 წლის 22 დეკემბერს ჩაიდინა, მისი მსხვერპლი 9 წლის გოგონა იყო. თუმცა დღისთვის უკვე ცნობილია, რომ საქმე გაუხსნელია.
მკვლელობა ლენა ზაკოტნოვა, დაბადებული 1969 წლის 13 ნოემბერს, მე-11 სკოლის მე-2 კლასის მოსწავლე, ცხოვრობდა მშობლებთან ერთად ქალაქ შახტიში ოქტიაბრსკის რაიონში, პარკოვაიას ქუჩაზე, № 66-ე სახლში. ბავშვი სკოლაში წავიდა 1978 წლის 22 დეკემბერს ნაშუადღევს და სახლში აღარ დაბრუნებულა. 24 დეკემბერს, როსტოვის ოლქის ქალაქ შახტიში, მდინარე გრუშევკაზე ხიდთან, მისი ცხედარი აღმოაჩინეს. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, უცნობმა პირმა გოგონას მიმართ სხვადასხვა ფორმით სქესობრივ აქტი განახორციელა, რამაც გამოიწვია საშოს და სწორი ნაწლავის გახეთქვა, ასევე, მუცელში სამი გამჭოლი ჭრილობა მიაყენა. გოგონას გარდაცვალება მექანიკური ასფიქსიის გამო მოხდა - ის გაგუდეს. ექსპერტის მტკიცებით ლენა გაუჩინარების დღეს მოკლეს (მისი მშობლები მილიციასს 22 დეკემბერს დაუკავშირდნენ), 18:00 საათამდე. ელენა ზაკოტნოვას მკვლელობის საქმე ერთ-ერთი ყველაზე საკამათო და განხილვადი გახდა საბჭოთა კრიმინალისტიკის ისტორიაში. ჯერ ალექსანდრე კრავჩენკო, შემდეგ ანდრეი ჩიკატილო გაასამართლეს ამ დანაშაულის გამო, მაგრამ მოგვიანებით ორივე სასჯელი გააუქმეს.იყო კიდევ ერთი ეჭვმიტანილი, რომელმაც სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად ვინ ჩაიდინა ეს მკვლელობა, ხარვეზებიც უხვად იყო მართლმსაჯულების მხრიდან ამ საქმეში. ეჭვმიტანილი #1. ალექსანდრე კრავჩენკო ბავშვის მკვლელობა და ამასთან ერთად სექსუალური ძალადობა განსაკუთრებული სისასტიკით დაუყოვნებლივ საქმის გახსნას მოითხოვდა. საქმეზე დაინიშნა ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ადგილობრივი გამომძიებელი იჟოგინი. თითქმის მაშინვე გამოვლინდა მთავარი ეჭვმიტანილი. იმავე დღეს, როდესაც ლენას ცხედარი იპოვეს, პოლიციამ დააკავა ადგილობრივი მცხოვრები ალექსანდრე კრავჩენკო (დაიბადა 1953 წელს), რომელიც ადრე იყო ნასამართლევი მსგავსი მკვლელობისთვის. 1970 წელს ქალაქ ხერსონში კრავჩენკო გაასამართლეს არასრულწლოვან გოგონას გაუპატიურებასა და მკვლელობაში. 1970 წლის 13 ივლისს ნასვამ მდგომარეობაში მან გააუპატიურა და მოკლა 10 წლის გალინა ციპლიაკი. შევიდა მის სახლში, გაგუდა, მიცვალებულს თვალები ამოთხარა და ცხედარი ბაღში დამარხა. დანაშაული ძალიან სწრაფად გაიხსნა და 1970 წლის ნოემბერში ხერსონის რაიონულმა სასამართლომ კრავჩენკოს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სიკვდილით დასჯისგან იმან იხსნა, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ის არასრულწლოვანი იყო. კრავჩენკო კოლონიიდან 6 წლის შემდეგ პირობითად გაათავისუფლეს კრავჩენკო დანაშაულის ადგილიდან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა. ალექსანდრე კრავჩენკო, 1976 წელს პირობითი გათავისუფლების შემდეგ, გაგზავნეს შახტის არტემოვსკის ოლქის სპეციალურ კომენდანტურში, მუშაობდა მეათე სამშენებლო განყოფილებაში, მებათქაშეთა ბრიგადაში. 1979 წელს ცოლად შეირთო ბავშვიანი ქალი, იმ მომენტში ცოლი მეორე შვილს ელოდა ალექსანდრესგან. დაკავებულმა მისცა ჩვენება, მისი თქმით 1978 წლის 22 დეკემბერს, სამუშაოს დასრულების შემდეგ, წავიდა მეგობრათან სახლში და დაახლოებით 18:15 საათზე დაბრუნდა საკუთარ ბინაში, რის შემდეგაც აღარსად გასულა. ალიბი დაადასტურეს მისმა მეუღლემ გალინამ და მისმა ნაცნობმა თ.გუსაკოვამ, რომლებიც მასთან ერთად იყვნენ მთელი საღამო 18:00 საათის შემდეგ. 1978 წლის 27 დეკემბერს ალექსანდრე კრავჩენკო გაათავისუფლეს. ხელმეორედ დაკავება 1979 წლის 23 იანვარს კრავჩენკომ გაქურდა მეზობელი. 24 იანვარს პოლიციის თანამშრომლებმა კრავჩენკოს სახლის სხვენში მოპარული ნივთები იპოვეს. ის იმავე დღეს დააკავეს. კრავჩენკომ მაშინვე აღიარა ქურდობა. კრიმინალური გამოძიების თანამშრომლები კვლავ დაუბრუნდნენ ვერსიას კრავჩენკოს მონაწილეობის შესახებ ლენა ზაკოტნოვას მკვლელობაში. კრავჩენკოს ცოლი ქურდობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. იქ მას უთხრეს, რომ იგი ეჭვმიტანილია ლენას მკვლელობაში თანამონაწილეობაშიც. შეშინებულმა ქალმა მკვლელობასთან დაკავშირებით ჩვენება სწრაფად შეცვალა . მალევე, პოლიციის ზეწოლით, ჩვენება მეორე მოწმემაც შეცვალა. ასევე ზეწოლის ქვეშ თებერვალში კრავჩენკომ საკუთარი ხელით დაწერა 2 განცხადება, სადაც დეტალურად აღწერა მკვლელობა, თუმცა 1979 წლის 1 მარტს კრავჩენკომ უარყო დანაშაული, რომ მილიციამ ზეწოლით აიძულა დანაშაულის აღიარება. განმეორებით სასამართლო პროცესზე კრავჩენკოს სიკვდილი მიუსაჯეს, თუმცა ადვოკატების გასაჩივრების შემდეგ უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა დახვრეტა და კრავჩენკოს 15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა მხოლოდ ძარცვისთვის. მაგრამ მოკლული ზაკოტნოვას ბებიამ განაჩენის გასაჩივრება დაიწყო და შვილიშვილის მკვლელისთვის მკაცრი დასჯა მოითხოვა. ამაში მას გაუმართლა. სასამართლომ საქმე დამატებით გამოძიებისთვის კიდევ ორჯერ დააბრუნა, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ბევრი თეთრი ლაქა და ჩვენებებში შეუსაბამობები იყო, კრავჩენკო 1983 წელს მაინც დახვრიტეს. ეჭვმიტანილი #2. ანატოლი გრიგორიევი 1979 წლის 8 იანვარს ნოვოჩერკასკში თავი ჩამოიხრჩო 50 წლის ანატოლი გრიგორიევმა, რომელიც ქალაქ შახტიდან იყო. 31 დეკემბერს, ახალი წლის წინა დღეს, ტრამვაის პარკში, სადაც ის მუშაობდა, გრიგორიევი, ძალზე ნასვამ მდგომარეობაში, ტრაბახობდა თავის კოლეგებთან, რომ თითქოს დანით აჩეხა გოგონა, რომლის შესახებაც „წერდნენ გაზეთებში. ” მუშებმა იცოდნენ, რომ "ტოლკას ფანტაზიები სიმთვრალეში ეწყებოდა" და ამიტომაც არ დაუჯერეს. თუმცა, გრიგორიევი, როგორც ჩანს, მაინც ელოდა, რომ სიმთვრალეში წამოცდენილ აღიარებას გამოეხმაურებოდნენ. ნოვოჩერკასკში ქალიშვილითან ჩასული სულ შფოთავდა, ბევრს სვამდა, ტიროდა, იფიცებოდა, რომ არავინ მოუკლავს, რომ ცრუ ბრალდება წაუყენა საკუთარ თავს. თუმცა როდესაც ქალიშვილი სამსახურში წავიდა, გრიგორიევმა ტუალეტში თავი ჩამოიხრჩო. ეჭვმიტანილი #3. ანდრეი ჩიკატილო ანდრეი ჩიკატილოს ბრალად ედებოდა 53 მკვლელობა, მათ შორის ელენა ზაკოტნოვას მკვლელობაც. ამასთან, აღინიშნული იყო, რომ ჩიკატილო პირველ მკვლელობაზე მუდმივად არეულად საუბრობდა და ჩვენებები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს. ასევე აღინიშნა ისსა კოსტოევის არაეთიკური საქციელი: მისმა ქვეშევრდომებმა აღნიშნეს, რომ სასამართლო პროცესამდე მათი უფროსი სიამოვნებით აძლევდა ინტერვიუებს დანაშაულების გახსნის შესახებ (რაც ეწინააღმდეგება უდანაშაულობის პრეზუმფციას), ასევე გააკრიტიკეს გამომძიებლები, რომლებიც აწარმოებდნენ ზაკოტნოვას საქმეს 1978 წელს. ჩიკატილოს საქმე 53 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით (თვითონ აღიარა 56) სასამართლომდე მივიდა. 1992 წლის 21 აპრილს ერთ-ერთ პირველ სასამართლო სხდომაზე სკანდალი მოხდა. ჩიკატილომ გადათქვა ჩვენება და არ აღიარა, რომ იგი რაიმე სახით არ მონაწილეობდა ზაკოტნოვას მკვლელობაში (ისე, რომ ყველა სხვა ბრალდება აღიარა). სკანდალი გაამწვავა იმან, რომ კოსტოევმა უკვე რამდენიმე ინტერვიუ მისცა, სადაც დამაჯერებლად ამტკიცებდა, რომ ელენა ზაკოტნოვას მკვლელობაში ჩიკატილო იყო დამნაშავე. ისსა კოსტოევის რეპუტაციას სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. და როდესაც ჩიკატილოს საქმეზე საბრალდებო დასკვნა გამოცხადდა, ერთ-ერთმა სახელმწიფო პროკურორმა, ა. კუიუმჯიმ, განაცხადა, რომ სამხილების არარსებობის გამო ჩიკატილოს ზაკოტნოვას მკვლელობა არ უმტკიცდებოდა, ის სხვა პროკურორმა შეცვალა. 1992 წლის 15 ოქტომბერს, ვერდიქტის გამოცხადებისას, როსტოვის რაიონულმა სასამართლომ ჩიკატილო დამნაშავედ ცნო 53 ადამიანის მკვლელობაში, მათ შორის ელენა ზაკოტნოვას მკვლელობაშიც. . მაგრამ აღსრულების მომენტისთვის სასამართლომ გააუქმა განაჩენი ზაკოტნოვას საქმეზე და ჩიკატილო ამ ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო. 1994 წელს ჩიკატილო დახვრიტეს. ამრიგად, ალექსანდრე კრავჩენკოც და ანდრეი ჩიკატილოც უდანაშაულოდ ცნეს ელენა ზაკოტნოვას მკვლელობაში. ელენა ზაკოტნოვას საქმე რამდენიმე ათეული წელია არ გახსნილა. თუმცა გამომძიებელების აზრი ძირითადად ორად იყოფა, ერთ ნაწილს მიაჩნია, ზაკოტნოვა ნამდვილად ჩიკატილომ მოკლა, მეორე ნაწილს კი კრავჩენკომ. სერიები "კრიმინალური არქივიდან " იხილეთ <<ამ ბმულზე>>249 2-ს მოსწონს
|