x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ბადრიჯნის საცივი
imageმასალად საჭიროა:

ბადრიჯანი - 2 კგ

ნიგოზი - 400 გრ

ძმარი - 1 ჩაის ჭიქა


ხმელი სუნელი - 1 ჩაის კოვზი

ხახვი - 400 გრ

ნიორი - 2, 3 კბილი

ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, რეჰანი, კამა - 1 დიდი კონა

პრასის ფოთლები - 20 ცალი

მარილი და წიწაკა - გემოვნების მიხედვით

სიგრძეზე, თითქმის ბოლომდე სამად ჩაჭრილი ბადრიჯანი მოვხარშოთ და გამოვწუროთ . დავნაყოთ ნიგოზი წვრილად; დავჭრათ გარეცხილი მწვანილი და ხახვი. მოზრდილ ჯამში ჩავასხათ ძმარი, დავუმატოთ 1 ჩაის ჭიქა წყალი და ავურიოთ ერთმანეთში ნიგოზი და დაჭრილი მწვანილი. შევაზავოთ ის ნივრით, წიწაკით, მარილით და ხმელი სუნელით. სათითაოდ ავიღოთ გაწურული ბადრიჯანი, სიგრძეზე ჩაჭრილში ჩავაყაროთ სატენი, გარედან შემოვახვიოთ პრასის ფოთოლი და ჩავაწყოთ მომინანქრებულ ქვაბში ან ფაიფურის ღრმა ჭურჭელში. დარჩენილი წვენი ზემოდან დავასხათ. ამ წესით მომზადებული ბადრიჯნის საცივი მეორე დღეს უფრო გემრიელია.

0
4252
3-ს მოსწონს
ავტორი:სესილი
სესილი
4252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0