x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
"ჩვენ ვალდებული ვართ, დავაფასოთ წარსული": ვოლოგდაში სტალინის ძეგლი გაიხსნა
image
ვოლოგდაში რევოლუციონერი და საბჭოთა ლიდერის იოსებ სტალინის ძეგლი გაიხსნა. ძეგლი დაიდგა სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, სადაც ბოლშევიკი რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდა გადასახლებაში. ღონისძიების დაწყებამდე ყვავილებით შეამკეს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლი. ძეგლის გახსნა შაბათს, 21 დეკემბერს, ვოლოგდას ოლქის გუბერნატორმა, გეორგი ფილიმონოვმა ტელეგრამის არხზე დაწერა.



„მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში გარედან დაწესებული არასრულფასოვნების კომპლექსისგან თავის დაღწევა. ჩვენ უნდა დავაფასოთ წარსული მთელი თავისი მრავალფეროვნებით, გავიგოთ და მივიღოთ მისი საკამათო მხარეები. შემთხვევითი არ არის, რომ დღეს ჩვენ დავიწყეთ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლის ყვავილებით მორთვით."- განაცხადა ფილიმონოვმა.


პოლიტიკური მოღვაწის ძეგლის ნახვა ახლა ვოლოგდა მუზეუმის დამთვალიერებლებს შეუძლიათ.


image


„სტალინი არის ადამიანი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თუ პატივს სცემთ ისტორიას, პატივს სცემთ საკუთარ თავს. ჩვენ პატივს ვცემთ წარსულს, ვქმნით მომავალს, ჩვენ გავიმარჯვებთ.“ - აღნიშნა რეგიონის ხელმძღვანელმა.


ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ოქტომბერში, გეორგი ფილიმონოვმა ისაუბრა ორი ძეგლის - იოსებ სტალინისა და ივანე მრისხანის ძეგლის დადგმის გეგმებზე.

1878 წლის 21 დეკემბერი იოსებ ბესარიონის ძე სტალინის დაბადების ოფიციალური თარიღია.

1
212
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
212
  
2024, 21 დეკემბერი, 18:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1