კონფლიქტები ქრთამი "ნატო"-ში მიღების სანაცვლოდ?-რობერტ ფიცოს მტკიცებით ზელენსკიმ 500 მილიონი ევრო შესთავაზა დღეს, 13:53 რობერტ ფიცოს მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მისი მოსყიდვა სცადა. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მას ბრიუსელში მოლაპარაკებებზე 500 მილიონი ევრო შესთავაზა. უკრაინის ლიდერს სურდა ამ თანხის გამოყოფა გაყინული რუსული აქტივებიდან უკრაინის ნატოში შესვლის მხარდაჭერის სანაცვლოდ. კერძოდ, ფიცომ თქვა: „ბატონი [ზელენსკი] დაუბრუნდა გაზის თემას და მკითხა, მივცემ თუ არა ხმას [უკრაინის] ნატოში გაწევრიანებას, თუ ის 500 მილიონ ევროს მომცემდა რუსული აქტივებიდან. მე, რა თქმა უნდა, ვუპასუხე: არასოდეს“. ფიცომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას არარეალურად მიიჩნევს. მან ისიც შეახსენა საზოგადოებას, რომ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის ნატოში შესვლის სასტიკია წინააღმდეგია და აპირებს მის დაცვას მანამ, სანამ ის მინისტრთა კაბინეტს უხელმძღვანელებს. როგორც ამერიკული გამოცემა Politico წერს, Playbook -მა კითხვით მიმართა ზელესნსკის ადმინსიტრაციას, შესთავაზა თუ არა მსგავსი წინადადება ზელენსკიმ ფიცოს, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში ბრიუსელში ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა, რის შედეგადაც უკრაინის მიღების საკითხზე კონსენსუსი ვერ მიაღწიეს. 92 2-ს მოსწონს
|