x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
თენგიზ არჩვაძე: მარტო რუსეთს და სხვებს ნუ დააბრალებთ, იქ რაც ხდება...

image
“ძალიან მოვხუცდი, აღარ შემიძლია ნორმალურად გადაადგილებაც კი,
უკვე 91 წლის ვარ, საქართველოსთვის მხოლოდ ჩემი კინო-შემოქმედება დავტოვე, ქართველი ხალხის მადლობელი ვარ, მათ სიყვარულს მუდამ ვგრძნობ...
ახლა სიყვარული აღარ არის ხალხში, ბატონო, არადა, სიყვარული გვჭირდება, რაც შეიძლება მეტი! გამთლიანებულ საქართველოს ვნატრობ!
მთელ საქართველოს ძალიან კარგად ვიცნობ, სულ ფეხით მაქვს მოვლილი რამდენჯერმე სიგრძე-სიგანეზე; კავკასიონზეც ვყოფილვარ, აქეთაც და იქითაც... არასოდეს დამიკარგავს იმედი, რომ ჩვენს სამაჩაბლოს და აფხაზეთს დავიბრუნებთ.
უიმედოდ ყოფნა არ შეიძლება! მარტო რუსეთს და სხვებს ნუ დააბრალებთ, იქ რაც ხდება, ჩვენი სიგლახეც არის, ბატონო! რაც ხდება და რაც მოხდა, ჩვენი ბრალია ყველაფერი! ჩვენ უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ დავუშვით შეცდომა და აბა ვინ გამოგვისწორებს?!
ლაპარაკი არ შველის საქმეს! თქვენ გგონიათ, რაც მეტს ილაპარაკებთ, ეს საკითხი გადაწყდება?! ენას ძალიან დიდი გასაქანი და მნიშვნელობა მიეცა. უსასრულოდ ლაპარაკობენ და მთავარ სათქმელს არ ამბობენ! ლაპარაკი ლაპარაკსა, ცხენი გაჰყვა ამხანაგსაო, ხომ გაგიგონიათ?!
ხვალინდელი დღის, უკეთესის იმედით გლოცავთ გამთლიანებული და გაბრწყინვებული საქართველო გვენახოს...” — თენგიზ არჩვაძე
ყველა რეაქცია:
თენგიზ ზაურის ძე გურაშვილი, Zakaria Lachkarachvili და 1, 1 ათ. სხვა პიროვნება
0
129
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
129
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0