სისხლის სამართალი ყველაზე სასტიკი სერიული მკვლელები, რომლებიც სისხლს გაგიყინავთ! 26 დეკემბერი, 11:36 სერიულ მკვლელად იწოდება პიროვნება, რომელსაც ჩადენილი აქვს 4-5 მკვლელობაზე მეტი და ეს სიბოროტე განპირობებულია მათი არამდგრადი ფსიქოლოგიური აშლილობით. მკვლელობის მიზანი, როგორც წესი, ფსიქოლოგიური კმაყოფილების განცდის მიღებაა. ხშირად მსგავს შემთხვევებში სექსუალური ელემენტებიც ფიგურირებს, თუმცა FBI-ის მიხედვით, სერიული მკვლელობის მოტივები უმეტესწილად მოიცავს სიბრაზეს, მღელვარებას, ფინანსური სარგებელის მიღებისა და ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილს. მსხვერპლებს ხშირად გარკვეული შტრიხები აკავშირებთ ერთმანეთთან, მაგალითად ფიზიკური აღნაგობა, რასა, ეროვნება, საქმიანობა, სქესი ან ასაკობრივი ჯგუფი. კაცობრიობის ისტორიაში ასეულობით სერიული მკვლელი ყოფილა და ხანდახან 2 ან მეტი ადამიანი მოქმედებდა ერთდროულად, თუმცა ადგილი ჰქონია ერთ სერიულ მკვლელსაც.
წარმოგიდგენთ ყველაზე ცნობილ სერიულ მკვლელებს, რომელთა სისასტიკეს არ ჰქონდა საზღვარი და ათწლეულებისა და საუკუნეების მანძილზე ემახსოვრება კაცობრიობას. 1. Gilles de Rays. 1440 წლის 26 ოქტომბერს სიკვდილით დასაჯეს საფრანგეთში მცხოვრები, დიდგვაროვანი Montmorency-Laval-ის შთამომავალი და ჟანა დარკის თანამშრომელი Gilles de Rays-ი. მას ბრალი ედებოდა ჯადოქრობაში, ეშმაკის თაყვანისცემასა და ბავშვთა სერიულ მკვლელობაში, ჯამში კი მის სისასტიკეს 140 ადამიანი ემსხვერპლა. გამოირჩეოდა ასევე მრავალი ქორწინებით და გახდა პროტოტიპი ზღაპრისა Blue beard. 2. Elizabeth Bathory. უნგრეთის გრაფინია Elizabeth Bathory ისტორიაში შევიდა, როგორც სერიული მკვლელი. ჩაიდინა 600-ზე მეტი მკვლელობა და მსხვერპლს ძირითადად წარმოადგენდნენ ახალგაზრდა გოგონები. კვირაში ერთხელ გრაფინია ბანაობდა სისხლში, რისთვისაც უწევდათ მისთვის დაეხოცათ ახალგაზრდა გოგონები, ამით კი ცდილობდა შეენარჩუნებინა თავისი სილამაზე. როდესაც ეს ამბავი მივიდა იმპერატორის ყურამდე, ყველა თანამზრახველი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო გრაფინია კი 1611 წლიდან სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ციხეში იყო გამოკეტილი. 3. Jack the Ripper. 1888 წელს 9 მეძავის სასტიკი სიკვდილის მოტივით ლონდონის სამართალდამცავები ჩაებნენ გამოძიებაში. ცენტრალურ საინფორმაციოში გაგზავნილი წერილის გამო კი მკვლელად ცნეს Jack the Ripper-ი, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ნამვვილი მკვლელი არ იყო ნაპოვნი. 4. Albert Fish. ეს კაცი იყო ერთადერთი პირველი სერიული მკვლელი-კაციჭამია ამერიკაში. მსხვერპლი კი სავარაუდოდ 15 ადამიანია, რადგან იგი ჭამდა მათ, ზუსტი რიცხვის დასახელება ვერ მოხერხდა. 1934 წლის ნოემბერში, 64 წლის ასაკში დააკავეს, ხოლო 1936 წელს მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ელექტრო სკამზე სიკვდილით დასაჯეს. 5. David Berkowitz. ერთ დროს, ამერიკის ყოფილი ფოსტის თანამშრომელი გამოირჩეოდა ასევე სერიული მკვლელობით. 1970 წელს მან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ექვსი და დაჭრა შვიდი ადამიანი და მისი ყველა მსხვერპლი იყო ახალგაზრდა, მიმზიდველი ქალბატონი. 1977 წელს იგი დაიჭირეს და მიესაჯა 365 წლით თავისუფლების აღკვეთა ანუ სამუდამო პატიმრობა. 6. Edward Gein. 1957 წელს ამერიკა შოკმა მოიცვა, ვინაიდან გავრცელდა მასობრივი სასტიკი მკვლელობები. როგორც დადგინდა, მანიაკი იყო Edward Gein-ი, რომელიც ცოცხალ ადამიანზე თავდასხმის ოპერაციებს წინასწარ სწავლობდა სასაფლაოდან მოპარულ გვამებზე. მოპოვებული ორდენის შემდეგ, მის ბინაში ჩხრეკის დროს აღმოაჩინეს ადამიანის ტყავისგან შეკერილი უამრავი ნივთი და ტანსაცმელი. სასამართლო პროცესზე ის ცნეს ფსიქიურად შეშლილად და დარჩენილი მთელი თავისი ცხოვრება გაატარა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც 1984 წელს 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. 7. Theodore Robert Bundy. 1970 წელს კიდევ ერთმა საზარელმა მასობრივმა მკვლელობებმა მოიცვა ამერიკა, მსხვერპლის უმეტესი ნაწილი კი 10 წლის და ახალგაზრდა გოგონები იყო. 1976 წელს ის დააპატიმრეს, მაგრამ ციხიდან გაქცევა მოახერხა. 1978 წელს კვლავ დააკავეს და მიესაჯა ელექტრო სკამზე სიკვდილი, თუმცა განაჩენი სისრულეში მოიყვანეს 10 წლის შემდეგ და 1989 წლის 24 იანვარს იგი სიკვდილით დასაჯეს, ის დანარჩენი, ციხეში გატარებული პერიოდი კი FBI-ის თანამშრომელბს ეხმარებოდა სერიული მკვლელების ფსიქოლოგიის შესწავლაში. 8. Андрей Романович Чикатило. ამ კაცის სახელი რუსეთის თითოეული მაცხოვრებლისთვის ნათელია. 1978-დან 1990 წლამდე სულ ჩაიდინა 53 დანაშაული, რომელთაგან 35 იყო ბავშვი, თუმცა თავად ჩიკატილომ აღიარა, რომ მსხვერპლი გაცილებით მეტი იყო. 1984 წელს დააკავეს პირველად, თუმცა მტკიცებულებების არ არსებობის გამო ის გაათავისუფლეს. 1990 წლის 20 ნოემბერს კვლავ დააკავეს, ამჟამად მტკიცებულებების ფონზე და მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა. 1994 წლის 14 თებერვალს მისი დანაშაული სისრულეში მოიყვანეს. 9. Pedro Alonso Lopez. კოლუმბიელი მასობრივი მკვლელი პედრო ალონსო ლოპეზმა აღიარა დანაშაული, რომ მის ხელთაა 300-ზე მეტი ახალგაზრდა ქალის სიკვდილი. აბსოლიტური რეკორდი დაამყარა მან მსხვერპლის თვალსაზრისით, თუ არ ჩავთვლით გრაფინია ელიზაბეტს, რომელმაც 600-ზე მეტი გოგო თანამზრახველების მეშვეობით მოკლა, პედრო კი მოქმედებდა სრულიად მარტო. ერთი ვერსიით მას ესროლეს, მეორე ვერსიით კი დაპატიმრებული იქნა 1980 წელს და 1998 წელს გამოიქცა ციხიდნ. 10. Henry Lee Lucas. მასობრივი მკვლელი ჰენრი დაპატიმრების შემდეგ ამტკიცებდა, რომ მოკლა 600-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ექსპერტიზის დასკვნით მას მხოლოდ 150 მკვლელობა მიეწერა, რომლებიც საყვარელთან Ottis Thul-თან ერთად ჩაიდინა. 1983 წელს ჰენრის დაუმტკიცდა 11 მკვლელობა და ის დააპატიმრეს. 2001 წლის 13 მაისს ციხეში გარდაიცვალა. ოტისიც ასევე ციხეში გარდაიცვალა, ოღონდ ჰენრიზე ადრე- 1996 წელს. 187 4-ს მოსწონს
|