საზოგადოება რატომ ბერდება ადამიანი? 2024, 20 დეკემბერი, 14:18 კაცობრიობა უხსოვარი დროიდან უკვდავებას მისდევდა.ეგვიპტელი და ბერძენი ღვთაებები ამბობდნენ, რომ აღმოაჩინეს ელექსირი, რომელიც მათ სიკვდილისგან იხსნიდა.სამწუხაროდ ამ ელექსირის რეცეპტი დღემდე საიდუმლოდ რჩება. დღეს კი მეცნიერებმა იციან, რომ ადამიანის დაბერება უჯრედის დონემდე დაიყვანება და უჯრედის დაბერებიდან გამომდინარეობს. მაინც რას ნიშნავს უჯრედის დაბერება? თითოეულ უჯრედში არსებული ჩაწერილი გენეტიკური ინფორმაცია დეენემის სახით არსებობს.ეს უნიკალური მოლეკულაა, რომელიც უჯრედის დაზიანებისას, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს - გარეგანი თუ შინაგანი ფაქტორებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს რეპლიკაციის მეშვეობით წარმოქმნას ახალი უჯრედი.ამაში კი მრავალი ენზიმია ჩართული.რაც დრო გადის, ორგანიზმს უჭირს წარმოქმნას ახალი უჯრედი და მუდამ მოსვენების მდგომარეობაშია. მეცნიერებმა თაგვებზე დაკვირვების შედეგად დაადგინეს, რომ არსებობს ენზიმი ტელომერაზა, რომელიც ქრომოსომების ბოლოებზე არსებული ტელომერების, რომლებიც ქრომოსომას სიგრძეს უნარჩუნებს და ამასთან ერთად, უზრუნველყოფს დეენემის გამართულ რეპლიკაციას, ჩართულია დაბერების პროცესში, რადგან ის თაგვები რომლებიც ამ ენზიმის ნაკლებობას განიცდიდნენ უფრო მალე კვდებოდნენ.ახალი უჯრედის წარმოქმნის დროს კი ტელომერების სიგრძე პროგრესულად მცირდება. სწორედ ამიტომ, ასაკის მატებასთან ერთად ორგანიზმს ახალი უჯრედის წარმოქმნა უჭირს.აღსაღნიშნავია, რომ სიმსივნური უჯრედები სწრაფად მრავლდებიან და მათ, განსხვავებით ჯანმრთელი უჯრედებისგან, სიბერე არ ახასიათებთ. 74 1-ს მოსწონს
|