x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მაგელანი მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობას არ გეგმავდა – ეს შემთხვევით მოხდა...

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში (XV-XVIII სს.), გეოგრაფიულ აღმოჩენებზე, ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ. ეს აღმოჩენები, თავისთავად ხდებოდა, "სანელებლებისკენ" მიმავალი გზის აღმოსაჩენად, დაგეგმილი ექსპედიციების კვალდაკვალ. იმ დროს, ევროპაში, მდიდარ ადამიანს "პილპილის ტომრად" მოიხსენიებდნენ. ვიდრე ინდოეთიდან და მალაის არქიპელაგის კუნძულებიდან, სანელებლები ევროპაში ჩამოაღწევდა, დიდ გზას და 12 ხელს გადიოდა (ვაჭრები, მებაჟეები, აუქციონები) და ყოველი "ხელი" ხეირს ნახულობდა. ამის შემდეგ, ევროპაში ჩასულ სანელებლებს, ოქროს კი არა, ბრილიანტის ფასი ჰქონდა. ამიტომ, ესპანეთი და პორტუგალია, რომლებსაც იმ დროს, ყველაზე ძლიერი საზღვაო ფლოტი ჰყავდათ, ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენას ცდილობდნენ.


image


მას შემდეგ, რაც 1492 წ. ქ. კოლუმბი, ესპანეთის მეფის სახელით, ამერიკის სანაპიროებს მიადგა, ზემოთ ხსენებულმა ქვეყნებმა, დედამიწის სფეროს შუაზე გაყოფა გადაწყვიტეს. საზღვარი დას. გრძედის 46 გრადუსიან მერიდიანზე გაატარეს, რომლის დასავლეთით, ესპანეთის სამფლობელო იყო, ხოლო აღმოსავლეთით – პორტუგალიის. ეს 1494 წელს მოხდა და მაშინ, ამერიკა – აზია ეგონათ. ხოლო, წყნარი ოკეანის არსებობის შესახებ, არაფერი იცოდნენ.
პორტუგალია და ესპანეთი, "საკუთარ ზონებში", მუდმივად აწყობდნენ ექსპედიციებს, ქვეყნებს იპყრობდნენ და კოლონიებს აარსებდნენ.
პორტუგალიის მიერ მოწყობილ ორ ექსპედიციაში, ღარიბი პორტუგალიელი თავადი, ფერნანდო მაგელანიც მონაწილეობდა. უფულობის გამო, ის სამეფო ფლოტში მსახურობდა. მან მონაწილეობა ჯერ 1505-1511 წწ. ინდოეთის ექსპედიციაში მიიღო. ხოლო, იქიდან დაბრუნებული მაგელანი, 1512 წელს, ჩრდ. აფრიკის სამხედრო კამპანიაში ჩაება, სადაც 1515 წელს დაიჭრა და იძულებული გახდა, პორტუგალიაში დაბრუნებულიყო. სამშობლოში ჩასულმა მაგელანმა, მეფეს თანამდებობაზე დაწინაურება სთხოვა, მაგრამ უარი მიიღო. დამცირებული და გაბრაზებული, ბედის საძიებლად, ესპანეთში წავიდა, სადაც ასტრონომი რ. ფალეირე გაიცნო. ამ უკანასკნელმა, მაგელანი დაარწმუნა, რომ კოორდინატების გამოთვლა ზუსტად იცოდა და რომ მოლუკის ("სანელებლების") კუნძულები, ესპანეთის ნაწილში შედიოდა (სინამდვილეში, ეს კუნძულები, პორტუგალიის ნაწილში, 125-130 გრადუსიან მერიდიანებს შორის არის მოქცეული).
იმ პერიოდისთვის, ნუნის დე ბალბუას მიერ, "სამხრეთის ზღვა" უკვე აღმოჩენილი (1513 წ.) იყო და მაგელანმა, მოლუკის კუნძულებამდე, ზღვით მისვლის გეგმა შეიმუშავა. მისი აზრით, ბრაზილიის ქვემოთ სრუტე უნდა ყოფილიყო, რომელიც ატლანტის ოკეანეს "სამხრეთის ზღვასთან" აკავშირებდა. მან საკუთარი გეგმის განხორციელების შესაძლებლობაში, ესპანეთის მეფის კარიც დაარწმუნა და 1519 წ. 20 სექტემბერს, 5 გემით და 265 მეზღვაურით, ზღვაში გავიდა. ამერიკამდე სწრაფად მივიდნენ, მაგრამ, ორ ოკეანეს შორის, სრუტის მოძებნა, ადვილი არ იყო. ბოლოს და ბოლოს, ის აღმოაჩინეს. მაგრამ, ძალიან ვიწრო და კლდოვანი გამოდგა. ამასთან, გამუდმებით ძლიერი ქარი უბერავდა. სრუტეს მეორე მხარეს, მხოლოდ ორი გემი – "ვიქტორია" და "ტრინიდადი" გავიდა. დანარჩენი გემების ბედი უცნობია. გემებმა უცნობ ოკეანეში, ფილიპინებამდე ისე იცურეს, რომ შტორმი არ ყოფილა და ამიტომ, მაგელანმა ოკეანეს "წყნარი" დაარქვა.
ფილიპინებზე მაგელანი, ადგილობრივ ტომებს შორი, ომში ჩაება და სასიკვდილოდ დაიჭრა. ამის შემდეგ, ექსპედიციის ხელმძღვანელობა, საკუთარ თავზე, ხუან სებასტიან ელკანომ აიღო. მან ერთი გემი დაშალა და მისი ნაწილებით მეორე შეაკეთა. გემი, მოლუკის კ-ზე სანელებლებით დატვირთა და ამით მაგელანის გეგმის პირველი ნაწილი შეასრულა. ამის შემდეგ, მაგელანი უკან, იგივე გზით აპირებდა დაბრუნებას, მაგრამ ახალმა კაპიტანმა, წყნარი ოკეანის ხელახლა გადაცურვას, ისევ ინდოეთის ოკეანეში, პორტუგალიურ წყლებში ცურვა ამჯობინა და 1522 წ. სექტემბერში, "ვიქტორია" 18 კაციანი ეკიპაჟით სამშობლოში დაბრუნდა.
ეს იყო პირველი, მაგრამ დაუგეგმავი მოგზაურობა დედამიწის გარშემო, რომელიც არ შედგებოდა, მაგელანი ფილიპინებზე რომ არ დაღუპულიყო, რადგან მაგელანი, პორტუგალიურ წყლებში არავითარ შემთხვევაში არ შევიდოდა. ის პორტუგალიისთვის მოღალატე და მტერი იყო. მაგელანი ისევ წყნარი ოკეანის გავლით დაბრუნდებოდა (თუ საერთოდ დაბრუნდებოდა. 5 გემით გამოსული ექსპედიცია, დანიშნულების ადგილზე, მხოლოდ ერთი გემით ჩავიდა. ისიც ძალიან გაუმართლათ, რომ წყნარ ოკეანეში ცურვისას, შტორმში არ მოყვნენ.) და მისი მოგზაურობის შესახებ, უზომოდ გამდიდრებული, ესპანეთის მეფის გარდა, ვერავინ გაიგებდა.
P. S. ესპანეთში, 1 გემით ჩატანილმა სანელებლებმა, სრულად აანაზღაურა ექსპედიციის ხარჯები... გულუხვად დააჯილდოვა ესპანეთის მეფემ კარლოს I კაპიტანი ელკალო. მან "ვიქტორიას" კაპიტანს აზნაურობა და გერბი უბოძა, რომელზეც დედამიწა იყო გამოსახული. ხოლო, მასზე შემოვლებულ ბაფთაზე ეწერა: "შენ პირველი ხარ, რომელმაც მე შემომიარა".
ამრიგად, დედამიწას მაგელანმა კი არა, ელკანომ შემოუარა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* სტალინი ემიგრაციაში ძიძად მუშაობდა

* 12 ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა და გამოგონება კაცობრიობის ისტორიაში

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 10 (20 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
219
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0