მუსიკა "დღეს უსმენ ჯაზს, ხვალ კი სამშობლოს გაყიდი" -რუსეთში სურთ უცხოური მუსიკის აკრძალვა გუშინ, 18:23
დასავლურ მუსიკას პროპაგანდისტული უწოდეს.
სახელმწიფო დუმა შეშფოთებულია იმით, რასაც რუსი ახალგაზრდები უსმენენ. სახელმწიფო დუმის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ ისაუბრა უცხოურ მუსიკაზე წვდომის შეზღუდვის შესახებ. დეპუტატმა მუსიკას პროპაგანდის საშუალება უწოდა. მისი წინადადებით, უცხოელი შემსრულებლების სიმღერები რუსულ პლატფორმებზე უნდა შემცირდეს. იგი სთავაზობს უცხოური მუსიკის 80%-ის ამოღებას და მთლიანი კონტენტიდან დაახლოებით 20%-მდე დატოვებას. ლუგოვოი თვლის, რომ ზოგადად დასავლური მუსიკის სრულიად უნდა იქნას ამოღებული. დეპუტატმა მოუწოდა მუსიკალური პლატფორმების მფლობელებს, რომლებიც ავრცელებენ უცხოელი აგენტების კომპოზიციებს უკრიანელებისთვის, იფიქრონ "სინდისზე" და "პასუხისმგებლობაზე" რუსების წინაშე. „ვფიქრობ, ჩვენი კომისია ცალკე შეისწავლის ამ საკითხს, შიდა საქმეებში ჩარევის მოტივით“, - ციტირებს "რია ნოვოსტი" ლუგოვოის სიტყვებს. ინტერნეტმომხმარებლებმა აღნიშნეს, რომ საბჭოთა წლებში უკვე იყო ქვეყანაში დასავლური მუსიკის შეზღუდვის მცდელობები. გაიხსენეს სსრკ-ს დროინდელი ცნობილი ფრაზა: "დღეს უსმენ ჯაზს, ხვალ კი სამშობლოს გაყიდი". "მე მაინც არ მოვუსმენ იმას, რასაც თავს მომახვევენ" "ვინა ხართ თქვენ, რომ აგვიკრძალონ იმის მოსმენა, რაც მოგვწონს?!" „არ იციან, რომ რუსეთი მრავალეროვნული ქვეყანაა? და მუსიკა აქ მხოლოდ რუსულ ენაზე არ არის?" „ იქნებ დაფიქრდეთ, რა ქნათ იმისთვის, რომ ბენზინი არ გაძვირდეს ყოველ კვირას? ან კომუნალური? და პრინციპში ყველაფერი დანარჩენი. მაშინ მაინც ჩაგეთვლებათ რაიმე ღირსეულად გაკეთებული“, - წერენ მომხმარებლები ინტერნეტში. 44 1-ს მოსწონს
|