ქალი და მამაკაცი რა გასცემს მარტოხელა ქალს? 19 დეკემბერი, 14:53 მარტოხელა ქალები, შესაძლოა ბევრმა რამემ გასცეს, მაგ: ფლირტი და კეკლუცობა, ის ხომ ტავისუფალია და მზად არის ახალი ნაცნობობისთვის. სინამდვილეში, ეს ყველაფერი უწყინარია, თუმცა, არსებობს ჩაცმის 4 ჩვევა, რომელიც მარტოხელა ქალებს ახასიათებთ, მაგრამ მამაკაცები ამას ხვდებიან და ჩვეულებრი უქრებათ მათ მიერ ინტერესი.
რა გასცემს მარტოხელა ქალს?1. ყველაფერი სააშკაროზე. ვულგარული იმიჯი, თითქმის ყველა იმ ქალის მახასიათებელია, რომელიც კაცის ძიებაშია. ღრმა დეკოლტე, მაღალი ქუსლები და მოკლე კაბა - ეს ის იმიჯია, რომელსაც ხშირად ირგებს მარტოხელა ქალი. მსგავსი ვიზუალი ნამდვილად იზიდავს მამაკაცებს, თუმცა არა მათ, ვისზეც ოცნებობთ. 2. აბსოლუტური სიცარიელე. კიდევ ერთი უკიდურესი შემთხვევა გვაქვს, რომელიც მარტოხელა ქალების უმეტესობას ახასიათებს. თავისუფალი და დიდი ზომის ტანსაცმელი, ძველი ფეხსაცმელი - სინამდვილეში, ეს ყველაფერი მამაკაცების ყურადღებას გართმევთ. 3. უხილავად ყოფნა. გოგონები, რომლებიც უპირატესობას უხილავად ყოფნას ანიჭებენ, ცდილობენ ყურადღება საერთოდ არ მიიპყრონ მამრებისგან. მათ კარადაში კი მხოლოდ ნაცრისფერ, ყავისფერ და შავ ტანსაცმელს შეხვდებით. სწორედ უჩინარი გოგონები ატარებენ ფერებს, რომლებსაც შარმი და ელეგანტურობა არ გააჩნიათ. 4. გადამეტებული და აქტიური მაკიაჟი. ძალიან ბევრი, გადამეტებული მაკიაჟი არის დასტური იმისა, რომ გოგონა მარტოხელაა და ასე ცდილობს მამაკაცების ყურადღების მიპყრობას. მკვეთრი მაკიაჟი დღეს აქტუალურია, თუმცა მარტოხელა გოგონების მაკიაჟი, უფრო სამასკარადოა და გამოსაშვები საღამოების ნაცვლად, ყოველდღიურად იყენებენ. 717 4-ს მოსწონს
|