x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"იგი შესანიშნავი სკულპტორია"-ცოტა რამ "სველი ბანდიტის" შესახებ ფილმიდან "მარტო სახლში"
image


აი ახლოვდება შობა-ახალი წელი და ტელეკრანებზე აუცილებლად გავა საკულტო ფილმის "მარტო სახლში" სერიები, სურათში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია დენიელ სტერნი.



ამჟამად 67 წლის მსახიობი დენიელ სტერნი, რომელიც თამაშობდა ბანდიტ მარვის ფილმების სერიაში "მარტო სახლში", ცხოვრობს მშვიდად, ის არის არა მხოლოდ მსახიობი, არამედ ფერმერი, მოქანდაკე, მწერალი, მხატვარი და რეჟისორი.


იგი ცნობილია თავისი კომედიური და სათავგადასავლო როლებით, ის ასევე ახმოვანებდა ანიმაციურ ფილმებს. როგორც რეჟისორი, მან გადაიღო პოპულარული ახალგაზრდული სერიალის, "საოცარი წლების" (1988-1993) რამდენიმე ეპიზოდი. ამავე სერიალში მონაწილეობა მიიღო როგორც კადრს მიღმა მთხრობელმა.



1979 წლიდან მან ითამაშა 70-ზე მეტი როლი ფილმებსა და ტელევიზიაში, მაგრამ მთელი მსოფლიო უპირველეს ყოვლისა მას იცნობს ბანდიტის მარვის როლით ფილმებში "მარტო სახლში" და "სახლში მარტო 2."


მსახიობი ამჟამად ცხოვრობს ფერმაში და გატაცებულია სკულპტურით და ფერწერით.

image

" მიყვარს, როცა დაკავებული”, - თქვა მან და დასძინა, რომ ქანდაკება მისთვის დიდი სტრესის მომხსნელია. ის ასევე სარგებლობს იმ თავისუფლებით, რასაც ხელოვანის ცხოვრება იძლევა.


დენიელ სტერნმა დასძინა, რომ ხელოვნების გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

image


image

image





ყველაზე დასამახსოვრებელი დნიელ სტერნისთვის ტარანტულის სცენა იყო:


"რამდენიმე სახიფათო ტრუკის შემდეგ, გადასაღებ მოედანზე მითხრეს, რომ იმ დღეს ჩემს სახეზე ტარანტული იცოცებდა: აჰა, შეხედე ერთი გვაქვს რეზინის, მაგრამ გყავს ნამდვილიც, ისინი მეუბნებიან: შეხედე, რა საყვარელია და მაჩვენეს, როგორ დაცოცავს მწვრთნელის ხელზე.”


სტერნი მაინც ორჭოფობდა, არ იყო დარწმუნებული, რომ არ უკბენდა, ამიტომ ითხოვა ობობასთვის ნესტარი მოეცილებინათ, რაზეც მათ უპასუხეს, რომ მაშინ ტარანტული მოკვდებოდა.


"ასე ვუპასუხე: დიახ, მაგრამ თუ მას(ნესტარს) დაუტოვებთ, მაშინ მე მოვკვდები.მაგრამ ყველა ისეთი მშვიდი იყო, რომ მათ მივეცი უფლება სახეზე ეს დაწყევლილი ტარანტული დაესვათ", - სიცილით იგონებს მსახიობი .


ფილმის ბევრ მოყვარულს ჰგონია, ველური ყვირილი, რომელიც ბანდიტ მარვის აღმოხდება, მოგვიანებით სტუდიაში არის ჩაწერილი, მაგრამ ასე არ არის.


განწირული ყვირილი გადასაღებ მოედანზე ჩაიწერეს და ამას ბევრი დუბლი დასჭირდა. „ვიკითხე, ყვირილით ხომ არ შევაშინებდი ობობას? მაგრამ მიპასუხეს, რომ მათ სმენა არ გააჩნიათ“, - ამბობს სტერნი – ზოგადად, ამ ფილმს მთლიანად მივუძღვენი თავი. ყველა სცენა მინდოდა იდეალური გამოსულიყო."


0
60
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0