x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ეს ვირიშვილი მაიმუნები, ყურები რომ უნდა დააგლიჯო, ეგეთი დეგენერატები არიან" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებს სიცრუეში ამხელს:


"ანუ ეს ვირიშვილი მაიმუნები, თან გაიძახიან მაკრონის ლეგიტიმაცია რაში გვჭირდებაო და თან რუმინეთის და იტალიის ლეგიტიმაციას აყალბებენ საკუთარი არჩევნებივით.


ყურები რომ უნდა დააგლიჯო, ეგეთი დეგენერატები არიან.

(ფეისბუქო არ დამბლოკო ძალადობის წახალისების გამო, ყურების დაგლეჯვის მუქარა მხოლოდ ფიგურალურია)."- ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ რუმინეთმა, იტალიამ და ესპანეთმა ირაკლი კობახიძე ტყუილში ამხილეს. რუმინეთი, იტალია და ესპანეთი აცხადებენ, რომ მხარი დაუჭირეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის წინადადებას სანქციებთან დაკავშირებით და ტყუილში ამხილეს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც რუმინეთს, უნგრეთს, სლოვაკეთს, იტალიასა და ესპანეთს “ევროკავშირის საბჭოზე ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიციის დაფიქსირების გამო” მადლობა გადაუხადა.












0
664
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
664