ვინ არის ელენე ხოშტარია და ვის სურს საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუციის მოწყობა?
2024, 17 დეკემბერი, 19:50
ეს თითის ქნევით მოსაუბრე ინდივიდი ელენე ხოშტარიაა. ქალი რომლის მამამაც ზვიად გამსახურდიას უღალატა (ზვიადისტობას ნუ მომაკერებთ, ცალკე თემაა, როგორ გადაგვიწვეს სახლი), პროფესორი დოდონა კიზირია პირდაპირ ადებს ხელს თუ როგორ უთხრა გოგი ხოშტარიან გიორგი შენგელაიას: "ცოცხალი როგორ გაუშვითო"? კიზირიაც მიშას მომხრეა და არ მოიგონებდა. ამასათ თავი დავანებოთ, ელენე ხოშტარიამ დაამთავრა მოსკოვში უნუვერსიტეტი, სადაც ძეხორციელი ვერ მოხვდებოდა "სუკის" რეკომენდაციის გარეშე. "МГИМО" ანუ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი უშუალოდ ექვემდებარებოდა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნებისმიერი აბიტურიენტი, რომელიც ინსტიტუტში ირიცხებოდა, ირიცხებოდა საბჭოთა "სუკის" რეკომენდაციით, სხვანაირად არანაირი შანსი გენიოსიც, რომ ყოფილიყო აბიტურიენტს არ ჰქონდა. საგარეო საქმეთა სამინისტრო, თავის მხრივ საბჭოთა "სუკის" მოზრდილი ფილიალი იყო, რომლის ქვემდებარეც იყო "МГИМО". ის ფაქტი, რომ მამა-შვილი ხოშტარიები რუსეთიდან მილიონებს იღებენ, ამას თავადაც ვერ უარყოფენ. თურმე ნუ იტყვით და მათი წინაპრის მიერ დადგმული წარმოდგენებიდან ეკუვნით ეს ფული, როგორც ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე და ვინ ურიცხავს რუსეთის ბიუჯეტიდან ამ ფულს ხოშტარიებს?-პუტინის გარემოცვის უახლოესი პირი. რუსეთთან დადებულ ოფიციალურ ხელშეკრულებებს არა აქვს იმ ქაღალდზე დიდი ღირებული რომელზეცაა შედგენილი ხელშეკრულება და რაღა ხოშტარიები აღმოჩნდნენ ის პირები, ვისაც რუსეთის ბიუჯეტიდან პირნათლად უდიან მილიონობით თანხას?
მე არც პროკურორი ვარ და არც გამომძიებელი, ვდებ ვიდეოს, სადაც ხოშტარიებზე და მათ საქმიანობაზეა საუბარი, დასკვნა თავად გამოიტანეთ. მე ვიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას, თუ ხოშტარიებს მოუნდათ ედაონ სასამართლოში ვიდეოს ავტორს.
ცალკე თემაა თბილისში მოქმედი დემონსტრანტების ზღვარსგადასული აგრესია, რომელიც აშკარად მართული და დაფინანსებულია, მათ შორის ძებნილი კეზერაშვილისაგან. თუ აკვირდებით ბოლო ერთი კვირაა, დასავლეთი განსაკუთრებით გააქტიურდა საქართველოს ხელისუფლების მისამართით და ეს აქტიურობა უკვე აგრესიაში გადაუვიდად. საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ პრეზიდენტს ვიღაც ვიგინდარა ევროპელი თუ ამერიკელი ჩინოვნიკი არ უნდა ლანძღავდეს და პარაზიტს არ უნდა უწოდებდეს. კიდევ ერთი თემა-რევანშისტების ევროპელი და ამერიკელი ლობისტების ასეთი მძაფრი რეაქცია და ზღვარსგადასული თავხედობა გამოწვეულია იმით, რომ იციან ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ამის საშუალება არ ენებათ და მთელ ძალას და ენერგიას ახმარენ საქართველოში მორიგი "ფერადი რევოლუციის" მოწყობას, ამას მოწმობს უკრაინაში მებრძოლი რამდენიმე დანაყოფის ერთობლივი განცხადება, რომ ისინი მზად არიან "მშვიდობიანი დემონსტრანტები" დაიცვან. ვიცნობ რა მათ უმეტესობას, ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ თუ მათი დაბრუნება და მარტივად საქართველოში შემოშვება მოხდა (ყველას არ ეხება, უკრაინაში ძალიან წესიერი, გულით ვაჟკაცი ხალხიც ბევრი იბრძვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ), მივიღებთ თბილისურ "მაიდანს", რადგან ეს ადამიანები ისე არიან მომზადებული და დაკვალიანებული დასავლეთის მიერ, მათგან ყველაფერია მოსალოდნელი.
თქვენს-მონა მორჩილსაც ემუქრებიან, მაგრამ "ძაღლი ყეფს, ქარავანი კი მიდის". მიშას ნაზონდერალი ვირთხები ვერ შემაშინებენ. სიმართლეს კი სანამ ცოცხალი ვარ ყოველთვის ვიტყვი, საქართველო ჩემი სამშობლოა, არსად გაქცევას არ ვაპირებ და თბილისში "მაიდნის" მოწყობის მსურველებსაც ათასობით ჩემნაირ ქართველთან ერთად საკადრის პასუხს გავცემ სამართლებრივი გზით, თუ საჭირო გახდება არც ძალადობის ალაგმვა გაგვიჭირდება.