x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"რატომ ცრუობთ?” გეგონება საკუთარი თვალით არ ვნახეთ რა მოხდა?"- გიორგი ფოფხაძე კობახიძეს სიცრუეში ამხელს

image


საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას სიცრუეში ამხელს:


"ირაკლი კობახიძე, რატომ ცრუობთ პატივცემულო? სლოვაკეთი-უნგრეთის გარდა, თქვენზე სიტყვა სხვას არავის დაცდენია. გეგონება საკუთარი თვალით არ ვნახეთ რა მოხდა და როგორ?


ირაკლი კობახიძე – მინდა, მადლობა გადავუხადო 5 ქვეყანას, რომლებმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე, ესენი არიან: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი"- ვკითხულობთ გიორგი ფოფხაძის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 დეკემბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შეთანხმდნენ, ევროკომისია კი ამაზე წინადადებას წელსვე წარადგენს.


ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც "ქართული ოცნების" რეჟიმთან დაკავშირებულები არ არიან, მაგრამ დიპლომატიურ პასპორტს ფლობენ: მაგალითად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.







0
536
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
536