საქართველო
"გილოცავთ!!! დაატყდათ ქოცებს მეხი!!!"- რას წერს შალვა ნათელაშვილი
დღეს, 12:59
"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ქართული დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის გაუქმების ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:
"გილოცავთ!!! დაატყდათ ქოცებს მეხი!!! მთელი ხელისუფლება სანქცირებულია!!! ჩვენი ხალხის თავისუფლებისათვის ბარიკადებზე ბრძოლა და ლეიბორისტული პარტიის რუდუნება რეჟიმის სანქცირებისათვის შედის ფინალურ სტადიაში"- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 16 დეკემბერს, EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართა, რომელზეც საქართველოს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საჭიროებაზე შეთანხმდნენ, ევროკომისია კი ამაზე წინადადებას წელსვე წარადგენს.
ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც "ქართული ოცნების" რეჟიმთან დაკავშირებულები არ არიან, მაგრამ დიპლომატიურ პასპორტს ფლობენ: მაგალითად, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.