აფხაზეთი აფხაზეთი ჩაბნელდა-რუსეთმა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა 16 დეკემბერი, 13:28
აფხაზეთში უკუნეთმა სიბნელემ დაისადგურა, პირდაპირი მნიშვნელობით და არა გადატანითი მნიშვნელობით. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკუთარი სიმძლავრეები არ არის საკმარისი ნორმალური ელექტროენერგიის უზრუნველსაყოფად, ამიტომ უშუქობა რეალობაა.
იმავდროულად, მრავალი წლის განმავლობაში თვითგამოცხადებული რესპუბლიკა იღებდა უფასო ელექტროენერგიას რუსეთიდან. ე.წ. ვიცე-პრემიერი და აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ამბობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შთამბეჭდავი იყო: „მიწოდებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობა 2024 წლის ოქტომბრისთვის იყო 2 მილიარდ 900 მილიონი კვტ/სთ, საერთო ღირებულება 11 მილიარდ რუბლზე მეტია. აქედან 10, 1 მილიარდი რუბლი რუსეთის ფედერაციიდან უსასყიდლოდ მიეწოდებოდა“, - განაცხადა მან. ამ მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ენერგიის დეფიციტის კომპენსირებას, განსაკუთრებით 2021 წელს ენგურჰესის განახლების დროს. თუმცა, თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში რუსი ინვესტორების შემოსვლის პერსპექტივით უკმაყოფილო ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის შემდეგ, აფხაზეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უარი ეთქვა რუსეთთან შეთანხმებაზე. შედეგად, აფხაზეთი რუსეთმა დასაჯა და შეუწყვიტა უფასო ელექტროენერგია და ახლა ისინი მას კომერციულ ფასებში - კილოვატს 4 რუბლად ყიდულობს. ამან განაპირობა ის, რომ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საკუთარი ბიუჯეტი არ არის საკმარისი ყველა შესაძლო საჭიროებისთვის (ელექტროენერგიის ხარჯები ბიუჯეტში არც იყო გათვალისწინებული). ადამიანებს ხელფასს ვერ იღებენ (უფასო ელექტროენერგიის გარდა, აფხაზები სუბსიდიებს იღებდნენ ძალოვანების, მასწავლებლების, ექიმების - საჯარო სექტორის მუშაკებისთვის), ასევე მუდმივი შეფერხებებია ელექტროენერგიის მიწოდებაში. ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგია აფხაზეთს მიეწოდება, მაგრამ პროცესის განახლების მიუხედავად, აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ საკმაოდ რთული მდგომარეობაა. „წყლის დონე წყალსაცავში არის დაბალი. შემოდინება ზამთრის თვეებში მინიმალურია და „ენგურჰესი“ და „ვარდნილჰესი“ ახლა მუშაობენ იმ წყლის შესაბამისად, რაც მოდის მდინარეში. ანუ, რეზერვი არ არის. აფხაზეთის მოხმარებამ გადააჭარბა ამ სიდიდეს, რისი გამომუშავებაც ამ მომენტისთვის შეუძლია „ენგურჰესს“ და „ვარდნილჰესს“ ერთად. ამ გადაჭარბებამ გამოიწვია გენერატორის ავტომატური გაჩერება, მაგრამ ისევ მივაერთეთ ქსელში. ეს პროცესი სულ ნახევარი საათი გაგრძელდა. ახლა ორივე სადგური მუშაობს. აფხაზეთის მოხმარება და „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავება შეესაბამება ერთმანეთს. კრიტიკული ავარია არ ყოფილა, თუმცა მომარაგების მხრივ აფხაზეთში ვითარება ძალიან მძიმეა“-განაცხადა ენგურის კაშხლის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ. 292 3-ს მოსწონს
|