x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ფლირტი ღალატია? - თქვენ რას ფიქრობთ?
ითვლება თუ არა ღალატად, თუ პარტნიორის გარდა სხვასთან გაქვთ ფლირტი? მხოლოდ ფლირტი!




image




ეს კითხვა ალბათ ისეთივე ძველია, როგორც სამყარო და ვერავინ იპოვის მასზე ცალსახად პასუხს. როგორც ჩანს, ამ საკითხში მთელი კაცობრიობის აზრი გაყოფილია ორ ნაწილად. მაგრამ ეს ხელს არ შეგვიშლის პასუხის ძიებაში.



ოდესმე დაგიჭერიათ საკუთარი თავი სხვა ადამიან(ებ)თან ფლირტში, როცა თქვენი მეორე ნახევარი არ გხედავათ იმ მომენტში?





დაგიჭერიათ მხიარული საუბარი მიმზიდველ ადამიანთან, რომელიც შემთხვევითი იყო და ვისთანაც ურთიერთობა არ გაქვთ?




ფლირტის დასაშვებობა ძალიან საკამათო ნაცრისფერი ზონაა -ადგილი, რომელიც ბევრის მიერ არის გაბერილი ზღაპრული მასშტაბებით. ხშირად ეს არის მიზეზი იმისა, რომ გაუგებარია, რას ნიშნავს სხვა ადამიანთან ფლირტი.




image



ასე რომ, ჩვენ თვითონ გავარკვიოთ, რა არის ეს.




მარტივად რომ ვთქვათ, ფლირტი არის თქვენთან კონკრეტული ადამიანის მოზიდვა თქვენი ქარიზმისა და სოციალური უნარების გამოყენებით. ასე რომ, თუ ვინმესთან ურთიერთობისას ისინი თანდათან ინტერესდებიან თქვენით, მაშინ თქვენ ეფლირტაობთ!



მაგრამ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვინმესთან ფლირტაობთ, არ ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ განზრახვა დაამყაროთ პირადი, რომანტიკული ან ინტიმური ურთიერთობა მასთან. უბრალოდ ხდება, რომ ამა თუ იმ ადამიანთან ყოფნით უფრო საკუთარი თავი ხდები. მზაკვრულია.



image



მაგალითად, რამდენად ფრთხილად იკაზმებით თქვენს პარტნიორთან პაემანზე? თქვენ იცვამთ საუკეთესო სამოსს და ივარცხნით თმას განსაკუთრებულად, რათა თქვენს გარეგნობას მისცეთ ის ხიბლი, რითიც თქვენს პარტნიორს შეაყვარეთ თავი? მაგრამ თქვენ იცით, რომ ეს სულაც არ არის საჭირო: ამ ადამიანს ისედაც უყვარხართ, რაც არ უნდა ჩაიცვათ.



მაშ, რა იყო ჩაცმის რეალური მიზეზი? შენ ეს შენთვის გააკეთე. გინდოდა კარგად გამოიყურებოდე, რადგან ამით თავს კარგად გრძნობ და ეს არის სწორედ ის გრძნობა, რომელსაც სხვებთან უდანაშაულო ფლირტით ღებულობ. როდესაც ეს ხალხი გაცნობებთ, რამდენად მიმზიდველი ხართ, თქვენ უფრო მეტ პატივს სცემთ საკუთარ თავს ისე, რომ თუნდაც იყოს პარტნიორი მოტყუებული.



ასე რომ, მაშინაც კი, თუ ახლა ფიქრობთ, რომ ფლირტი არ არის ისეთი საშიში, როგორც ბევრს ჰგონია, მაინც უნდა გესმოდეთ, რომ ყოველმხრივ ფლირტი არ შეგიძლიათ, როდესაც გყვათ პარტნიორი. იპოვეთ სხვა რამ, რაც გაგაოცებთ.




image



მაშ, რა ხდის ფლირტს ასე სასიამოვნოს?


უპირველეს ყოვლისა, ეს გეხმარებათ თავი იგრძნოთ საინტერესოდ. მეორეც, ეს გეხმარებათ იყოთ უფრო თავდაჯერებული თქვენი კომუნიკაციის უნარებში და თქვენს მიერ წარმოთქმული სიტყვების ძალაში. და მესამე, უფრო მეტად თავდაჯერებული თქვენს მიმზიდველობაში.



image



ასევე აღსანიშნავია, რომ ფლირტის სხვადასხვა ფორმა არსებობს. პირველ დონეზეა - უწყინარი ფლირტი. როდესაც თქვენ უბრალოდ ესაუბრებით სხვა ადამიანს და ამჩნევთ ნაპერწკალს, თქვენ აძლევთ საშუალებას მას, რომ განავრცოს საუბარი. ეს არ ნიშნავს პარტნიორის მოტყუებას. შენ უბრალოდ მხიარულობ/თავს ირთობ. მეორე დონეზეა - ფიზიკური ფლირტი. ეს თითქმის იგივეა, რაც უვნებელი ფლირტი, მაგრამ ერთი საფეხურით მაღლა. აქ უკვე ჩართულია ჟესტების ენა და მსუბუქი ფიზიკური კონტაქტი ადამიანთან. მესამე დონეზე უკვე არის სენსუალური ფლირტი: სწორედ აქ იწყება ყველაფერი მოტყუების ზღვარზე. და ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ღირს ურთიერთობაში საზღვრების დაწესება: ამის გაკეთება აღარ შეგიძლიათ, რადგან უკვე არსებობს არაჯანსაღი ზრახვები, დაიწყოთ ფიზიკური ურთიერთობა ადამიანთან.




image



მაშ ასე, შესაძლებელია თუ არა ფლირტი, თუ ურთიერთობაში ხართ? ზუსტი პასუხი ჯერ კიდევ არ არსებობს. ის ჯერ კიდევ ნაცრისფერი სივრცეა, რომლის შესახებაც პარტნიორთან კონსულტაცია გჭირდებათ. ფლირტს აქვს თავისი დადებითი, მაგრამ ის შეიძლება ურთიერთობების გაწირვის ხარჯზეც გქონდეთ. თქვენ უნდა ისწავლოთ ყველაფრის დაბალანსება და შექმნათ ფლირტის სისტემა, რომელიც მოერგება თქვენ და თქვენს პარტნიორს. საბოლოო ჯამში, მხოლოდ თქვენ ორს შეგიძლიათ თავად განსაზღვროთ, სწორია თუ არა ფლირტი.




P.S. თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ?







0
92
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
92
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0