სხვა გრიგორი რასპუტინის მკვლელობის ქრონოლოგია დღეს, 11:11
1916 წლის 16 დეკემბერს მოკლეს გრიგორი რასპუტინი, რუსი გლეხი, მკურნალი და ნათელმხილველი ან უბრალოდ ავანტიურისტი ადამიანი, რომლის გარშემოც მითქმა-მოთქმა და ლეგენდები დღესაც გრძელდება.
დღეს ძნელია გაარკვიო, რა იყო მითი და რა სიმართლე, ერთი კი უდავოა, უბრალო ციმბირელი მეეტლის შვილმა საოცარი ქარიზმის წყალობით შეძლო იმპერატორის ოჯახში შეღწევა და ფაქტობრივად განუსაზღვრელი უფლებების მოპოვება. ამ უცნაურ ადამიანზე ლეგენდები დადიოდა: ამბობდნენ, რომ ის აბანოში კურნავდა ქალებს ვნებისაგან, აწყობდა ორგიებს თავის ბინაში, ფლობდა ჰარემს და ატარებდა ჯადოქრულ რიტუალებს. არისტოკრატი ქალები მის წინაშე თავმოყვარეობას კარგავდნენ და მზად იყვნენ, მისი ჩექმის ძირიც კი აელოკათ. ის კი, გათამამაბული დაუსჯელობით, ქალწულ გოგონებს სახალხოდ ჩქმეტდა და ეღლაბუცებოდა. ასევე ჰყვებოდნენ, რომ ის ხშირად თვრებოდა რესტორნებში და აწყობდა დებოშს, ავლენდა სექსუალურ ფსიქოპათიას და სახალხოდ იშიშვლებდა გენიტალიებს.
იმასაც ამბობენ, რომ თვით იმპერატორ ნიკოლოზ II -ს მეუღლესთან, ალექსანდა თედორეს ასულთანაც ჰქონდა კავშირიო, განსაკუთრებით ბოროტი ხმები დადიოდა, იმპერატრიცას საუკეთესო მეგობარზე ანა ვირუბოვაზე, რომელიც რასპუტინის მხურვალე თაყვანისმცემელი იყო(გარდაიცვალა 1964 წელს. ცნობილია თავისი ჩანაწერებით და მამუარებით), თუმცა მოგვიანებით ოფიციალურად ჩატარებულმა გამოძიებამ დაამტკიცა, რომ ვირუბოვა საერთოდ ქალწული იყო. პირველი მსოფლიო ომის დაწყების დროს, რასპუტინის თავგასულობას უკვე საზღვარი არ ჰქონდა. 1914 წელს ნიკოლოზი ომში მოწინავე ხაზზე წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ რასპუტინი ითხოვდა, რუსეთს თავი აერიდებინა კონფლიქტისთვის. მეფის წასვლასთან ერთად, მისი გავლენა იმპერატორის ცოლზე, ალექსანდრა თედორის ასულზე გაიზარდა. რასპუტინს სურდა მხოლოდ მისი მეგობრები ყოფილიყვნენ სასახლის კარზე, ხოლო ოპონენტები მოეშორებინათ. იმპერიული სასახლის გარეთ იგი აცხადებდა, რომ თავად იყო ნამდვილი იმპერატორი, რაც სიმართლეს ჰგავდა. მისი აზრები და რჩევები კანონის სახეს ღებულობდა, ის წყვეტდა ათასობით ადამიანის და ბოლოს მთელი ქვეყნის ბედსაც კი, რამაც ბოლოს და ბოლოს, მოთმინებიდან გამოიყვანა არმია, ხალხი და არისტოკრატია. 1916 წლის 19 ნოემბერს პოლიტიკოსმა ვლადიმერ პურიშკევიჩმა მიმართა რუსეთის პარლამენტს და ქვეყნის ყველა პრობლემაში რასპუტინი დაადანაშაულა. პურიშკევიჩი ამტკიცებდა, რომ რუსეთს თავი უნდა დაეღწია რასპუტინისგან და დაესრულებინა მისი გავლენა მათ ანგლო-გერმანელ იმპერატრიცაზე. მის აზრებს იზიარებდა პრინცი ფელიქს იუსუპოვი, მეფის ძმისწული. 1916 წლის 16 დეკემბერს იუსუპოვმა რასპუტინი სახლში მიიწვია, იმ მოტივით, რომ მისი მეუღლე, პრინცესა ირინა, ნიმფომანიით იყო ავად. რასპუტინი ანკესს წამოეგო და პრინცს არწმუნებდა, რომ მას შეეძლო ქალის განკურნება. იუსუპოვმა ისეთი რაოდენობის ციანიდი შეურია ნამცხვარში და ჩაუყარა წითელ ღვინოში, რომ ცხენსაც კი მოკლავდა, თუმცა როგორც იუსუპოვი იხსენებს, ორი საათი ჭამდა და სვამდა გრიგოლი, თუმცა უშედეგოდ – მას მოწამვლის არაფერი ეტყობოდა. გაღიზიანებული თავადი ზემოთ ავიდა, სადაც მას პურიშკევიჩი და დიდი თავადი, ნიკოლოზ მიხეილის ძე ელოდნენ. იუსუპოვმა აიღო ბრიტანული რევოლვერი Webley 455, დაბრუნდა სარდაფში და რასპუტინს მუცელში ესროლა, მაგრამ როდესაც იუსუპოვი დაიხარა სანახავად, რასპუტინმა მას ხელი ჰკრა, კიბეებზე ახოხდა და გარეთ გაიქცა. კონსპირატორები დაედევნენ და იუსუპოვმა კვლავ ესროლა, მაგრამ რასპუტინი ხოხვას აგრძელებდა. მათ სცემეს და დანით დაჭრეს რასპუტინი, დააბეს, ათრიეს პეტროვსკის ხიდზე და მალაია ნევას მდინარეში გადააგდეს. ორი დღის შემდეგ რასპუტინის ცხედარი მდინარიდან ამოიყვანეს, საოცარია, მაგრამ დადგინდა, რომ ის წყალში გადაგდების შემდეგაც კი გარკვეული ხანი ცოცხალი იყო, სანამ გაყინულ წყალში საბოლოოდ დაიხრჩობოდა. 79 2-ს მოსწონს
|