x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138933
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512510
დონალდ ტრამპი სტალინს ჰგავს: მას ღამის საათებში მუშაობა ურჩევია

image
აშშ-ს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც უკვე დაპირდა ამერიკელებს ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებას, ახალი განცხადებით გამოვიდა.





„რესპუბლიკური პარტია იმუშავებს იმისთვის, რომ დაასრულოს ზაფხულის დრო! ეს ჩვენთვის მოუხერხებელია და ძალიან ძვირად გვიჯდება“ - წერს ტრამპი პარასკევს საკუთარ სოციალურ ქსელში TruthSocial.




საზაფხულო დრო არაჩვეულებრივია, რადგან ის შესაძლებელს ხდის საღამოობით უფრო დიდხანს ვისარგებლოთ ბუნებრივი სინათლით, მაგრამ ბევრი ექიმი თვლის, რომ ყოველწლიური დროის ცვლა ერთი საათით არღვევს ადამიანის სხეულის ჩვეულ რიტმს და იწვევს სხვადასხვა სამედიცინო დარღვევებს.



მომავალი პრეზიდენტი უკვე ბევრმა გააკრიტიკა და მას სიბნელის „ვამპირის ლობის იარლიყი მიაწება. New York Times-მა, რომელსაც ტრამპი არც თუ ისე უყვარს, დაწერეა რომ დონალდი, თავისი ქრონოტიპით, ტიპიური ბუა, ის გონს მზის ჩასვლის შემდეგ მოდის და ძირითადად აწარმოებს ბიზნესს სიბნელის საფარში.“ - იტყობინება გამოცემა.





ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში, ტრამპი გვიან ღამით მართავს მდიდრულ ვახშამს, მასპინძლობს თავის მეგობრებს და მხარდამჭერებს, განიხილავს მაღალი დონის თანამდებობებზე კანდიდატებს და შუაღამის შემდეგ ბომბავს თავის გუნდს ხმოვანი ფოსტით, რომელშიც ნათქვამია: „ეს არის თქვენი საყვარელი პრეზიდენტი“. მეორე დღეს, ძილის შემდეგ, ის ხშირად იწყებს მუშაობას მხოლოდ ლანჩის დროს. ზოგადად, თითქმის იმეორებს სტალინურ სამუშაო გრაფიკს.




„არჩევნების დღიდან მოყოლებული ტრამპის პერსონალის 80-ზე მეტიდან 45 დანიშნულია საღამოს 6-ის შემდეგ, ბევრი კი საღამოს 10-ის შემდეგ, ეს ხშირად იწვევდა საუბრების ტალღას სოციალურ ქსელებსა და სატელევიზიო გადაცემებში, რომელიც გათენებამდე გრძელდება.



გასულ კვირას, შუაღამის შემდეგ, ტრამპმა გადაწყვიტა დაეცინა კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრუდოსთვის და თავის პოსტში მას "კანადის დიდი შტატის გუბერნატორი" უწოდა. მეზობელი ქვეყნის გულგატეხილმა ლიდერმა ამ უპრეცედენტო დამცირების შესახებ მხოლოდ დილით შეიტყო.




თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა სტივენ ჩუნგმა თქვა, რომ დღეღამური აქტივობა იმის ნიშანია, თუ რამდენად სერიოზულად ეკიდება არჩეული პრეზიდენტი სამუშაოს შესრულებას. თუ ასე გაგრძელდა, ამერიკულ მედიას მოუწევს ახალი თანამშრომლების დამატება, რომელებიც ღამის რეჟიმით იმუშავებენ ტრამპთან.

0
159
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0