x
მეტი
  • 29.07.2024
  • სტატია:136214
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510458
ამსტერდამში დასრულებული ფავორიტობა
image ამბობენ, ძლიერი გუნდი მოსაგებ თამაშს ყოველთვის იგებსო. ჰოდა, გუშინ "სიტის" ფავორიტის თამაში არ უთამაშია და ვერც მოიგო.

შეხვედრა მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან კარგად დაიწყეს და რამოდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს ჯო ჰარტის კართან.

22-ე წუთზე სრულიად უწყინარი სიტუაციიდან ამსტერდამელთა საჯარიმოსთან ახლოს ჯეიმს მილნერს მიუვიდა ბურთი, რომელმაც მარცხნივ მარტო დარჩენილი ნასრი მოძებნა და ამ უკანასკნელმაც ტექნიკური დარტყმით მეკარისაგან შორეულ კუთხეში პირველი გოლი გაიტანა.

"აიაქსმა" 45-ე წუთზე შეძლო ანგარიშის გათანაბრება, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ვან რეინის მიერ საჯარიმოში ძლიერი დაბალი გადაცემა დე იონგმა ერთი შეხებით კარისკენ ზუსტად გადაგზავნა.


მეორე ნახევარში "სიტის" მინიმუმ ერთი გოლი ჰქონდა გასატანი რომ თამაში თავის სასარგებლოდ დასრულებულიყო, მაგრამ "აიაქსმა" ბევრად უფრო სანახაობრივი და შედეგიანი თამაში უჩვენა. ჯერ 57-ე წუთზე კრისტიან ერიკსენის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ჩამოწოდებული კუთხური მოისანდერმა შესანიშნავი თავური დარტყმით ყველას დაასწრო და მეორე გოლი გაიტანა სტუმრების კარში. 68-ე წუთზე კი მანჩესტერელთა საჯარიმოსთან ბურთი თავად ერიკსენს ჩაუვარდა, რომლის დარტყმული ბურთიც კლიშის ფეხიდან აისხლიტა, მიმართულება შეიცვალა და მესამე ოლიც გავიდა "სიტის" კარში.

მანჩინიმ კოლაროვი, ტევესი და ბალოტელიც კი გამოიყვანა მოედანზე, მაგრამ "სიტიმ მაინც ვერაფრის გაკეთება შეძლო.

0
8
შეფასება არ არის
ავტორი:ზვიად გიორგაძე
ზვიად გიორგაძე
8
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0