x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
აფრიკაში 200 000 წელზე მეტი ხნის ქალაქი აღმოაჩინეს

2017 წ. სამხრეთ აფრიკაში მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს. იქ უზარმაზარი მეგაპოლისის ნაშთი იპოვეს, რომელიც 1500 კვ. კმ–ს მოიცავს. ამ აღმოჩენამ, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.


image


ეს უძველესი დასახლებები ძვ. წ. აღრ. 200 000 – 160 000 წწ. თარიღდება და გაოცებას, როგორც ადგილობრივ მოსახლეობაში, ისე მკვლევარებში იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ ობიექტი, დიდი ხნის მანძილზე საიდუმლოდ რჩებოდა, მკვლევარის და მწერლის მაიკლ ტელინჯერის და ადგილობრივი პილოტის იოჰან ჰეინის თანამშრომლობამ, მისი მნიშვნელობა გამოავლინა. იოჰან ჰაინემ, რომელიც წლების მანძილზე ამ ტერიტორიის თავზე დაფრინავდა, მეცნიერებს, აღნიშნული ნაშთების სტრუქტურების მასშტაბებზე და ისტორიულ მნიშვნელობაზე მიუთითა.

სამხრეთ აფრიკაში უძველესი ქვის ნანგრევების აღმოჩენამ, შეიძლება კაცობრიობის ევოლუციის მთელი ისტორია შეცვალოს. ფოტოები, არტეფაქტები და მტკიცებულებები, იქ ცივილიზაციის არსებობაზე მიუთითებს, რომელიც ჩვენთვის ცნობილ, ყველა ცივილიზაციას, რამდენიმე ასეული ათასი წლით უსწრებდა...

აქვე უნდა აღინიშნოს, ეს რეგიონი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იქ ოქროს დიდ საბადოებია და ათასობით უძველესი ოქროს მაღაროს აღმოჩენა შეიძლება, რაც ისევ და ისევ, წარსულში, ამ ადგილზე, ცივილიზაციის არსებობის მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელიც ათასობით ათასი წლის ოქროს მოიპოვებდა. ეს ცივილიზაცია შეიძლება იყოს ყველაზე ძველი დედამიწაზე, რომელიც, თითქმის, 200 000 წლით თარიღდება.


imageმეგაპოლისის ნანგრევები


ამ ადგილიდან, დაახლოებით, 150 კმ-ში ოკეანის სანაპიროა. თუმცა მეცნიერებმა პორტის ნაშთებს ვერ მიაგნეს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქალაქი, სავაჭრო ცენტრიც იყო და ამ ფუნქციას პორტებს არ უნაწილებდა. ნანგრევების უმეტესობას წრის ფორმა აქვს, რომლებიც ბუნებრივი ეროზიის შედეგად, მთლიანად გაშიშვლებულია. ქალაქის ნაშთების ნახვა კი, მხოლოდ სატელიტურ, ან აერო ფოტოსურათებზე შეიძლება.

მკვლევარების ერთი ნაწილი, მათ შორის, რიჩარდ უეიდი და იოჰან ჰეინი, ვარაუდობენ, რომ ეს ქვის ნაგებობები, უძველესი ტაძრების და ასტრონომიული ობსერვატორიების ნანგრევებია. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ზოგიერთი კედლის სიმაღლე 1, 5 მ–ია, ხოლო სიგანე – 1 მ–ს აღემატება. აღმოჩენილია დიდი საგზაო სისტემების და ტერასების კვალიც. გარდა ამისა, მახლობლად აღმოჩენილი ოქროს უძველესი მაღაროები არსებობა, ამ ადგილის დასახლებისთვის არჩევის ერთ–ერთ შესაძლო მიზეზად განიხილება.

და აქ ისმის კითხვა: როგორ შეეძლოთ ადამიანებს, 200 000 წლის წინ, ამ მასშტაბის ქალაქის შექმნა, თუ გონიერი ადამიანი, პლანეტაზე, დაახლოებით, 40 ათასი წლის წინ გაჩნდა?


imageარხის სხვა სიახლეები:


* 10 მითი ჩვენი პლანეტის შესახებ, რომელიც დიდი ხანია უარყოფილია

* ამ ფოტოებზე რა ხდება? – სახალისო სურათები, კონტექსტის გარეშე – 2

* შეუძლებელი – შესაძლებელია – გინესის 12 რეკორდ, რომელიც ნამდვილად გაგაოცებთ

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
122
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0