კონფლიქტები პუტინმა შეაქო ტრამპი Time-თან ინტერვიუს შემდეგ 13 დეკემბერი, 17:58
კრემლმა შეაქო აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელმაც გააკრიტიკა უკრაინისთვის მიწოდებული რაკეტებით რუსეთის დაბომბვა.ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Dailymail-ი წერს.
პარასკევს ჟურნალისტებთან საუბრისას კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა : ”განცხადება სრულად შეესაბამება ჩვენს პოზიციას, ჩვენს შეხედულებას ესკალაციის მიზეზებზე. ნათელია, რომ ტრამპს ზუსტად ესმის, რა ამძაფრებს სიტუაციას." ეს მოხდა მას შემდეგ, რაც ჟურნალ Time-თან ინტერვიუში, აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა გააკრიტიკა უკრიანისთვის აშშ-ს მიერ მოწოდებული რაკეტების გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ და რამაც შეიძლება შეცვალოს აშშ-ის პოლიტიკა უკრაინის მიმართ. „რაც ხდება, სიგიჟეა. კატეგორიულად არ ვეთანხმები რუსეთში ასობით მილის მანძილზე რაკეტების გაგზავნას. რატომ ვაკეთებთ ამას? ჩვენ უბრალოდ ვაძლიერებთ ამ ომს და ვამწვავებთ მას. ამის დაშვება არ უნდა მომხდარიყო“, - თქვა ტრამპმა Time-თან ინტერვიუში, რომელმაც წლის ადამიანად დაასახელა. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ თვეში კიევს აუნთო მწვანე შუქი რუსეთის ტერიტორიაზე აშშ-ს მიერ მოწოდებული შორი დისტანციის რაკეტებით დაარტყას. თეთრმა სახლმა დაასახელა მთავარი მიზეზი- რუსეთში ფრონტის გასწვრივ 15000 ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცის განლაგება. ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სურს თითქმის სამწლიანი ომის სწრაფად დასრულება, მაგრამ დეტალებს აღარ ჩაუღრმავდა. მან განუცხადა Time-ს, რომ მას აქვს „ძალიან კარგი გეგმა“ დასახმარებლად, მაგრამ თუ ამას ახლა გაამჟღავნებს, „ის თითქმის უსარგებლო გეგმა გახდება“. კითხვაზე, უარს იტყვის თუ არა უკრაინაზე, ტრამპმა უპასუხა: „მსურს მივაღწიო შეთანხმებას და შეთანხმების მიღწევის ერთადერთი გზა არის -არ თქვა უარი“. 115 2-ს მოსწონს
|