საზოგადოება დიდი საახალწლო შეთავაზებები, დაბალი საახალწლო ფასები - "კარფური" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! 13 დეკემბერი, 10:30
"კარფურის" ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელი, რომელსაც საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს, ერთგულ მომხმარებლებს საახალწლოდ დიდ შეთავაზებებს და დაბალ ფასებს სთავაზობს.
ფრანგული ბრენდი, შობა-ახალი წლისთვის მომხმარებლებს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქციისა და საყოფაცხოვრებო საქონლის სხვადასხვა სახეობას ხელმისაწვდომ ფასად სთავაზობს - საახალწლო საჩუქრებისა და აქსესუარების ფართო ასორტიმენტი, საშობაო კალათები, ახალი ხილი და ბოსტნეული, ბიო პროდუქტები, ბავშვის მოვლა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, თავის მოვლის საშუალებები, "კარფურის" ბრენდის ექსკლუზიური პროდუქტები, პირადი ჰიგიენის ნივთები, ტექსტილი და მრავალი სხვა. საახალწლო "შოპინგის" გარდა, "კარფური" უკვე ტრადიციულად ერთგულ მომხმარებელს ქველმოქმედებაში მონაწილეობის შესაძლებლობასაც სთავაზობს. "აირჩიე ნატვრა "კარფურის" ნატვრის ხიდან და აუხდინე საახალწლო სურვილი სოციალურად დაუცველ ბავშვებს" - "კარფურის თბილისი მოლის, ისთ ფოინთის, რუსთავისა და ბათუმის ჰიპერმარკეტებში, მომხმარებლებს, ბავშვების ნატვრებით მორთული საახალწლო ნაძვის ხეები დახვდებათ, სურვილის არჩევა და პატარების გახარებაში საკუთარი წვლილის შეტანა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. "კარფური" მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი "შოპინგის" გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა – "მაი ქლაბით|. ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე. "კარფური" გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! R 19 1-ს მოსწონს
|