x
image
Yoona
Mediator image
საშიში ლიტერატურა: ვინ და როდის დაწერა მსოფლიოში პირველი აკრძალული წიგნი
მსოფლიოში პირველი აკრძალული წიგნი გახდა თომას მორტონის სამტომიანი ნაშრომი. კოლონისტის, რომელიც ახალი სამყაროდან უკან ინგლისში გადაასახლეს არასათანადო საქციელის გამო.



imageპირველი აკრძალული წიგნი დაწერა გაბრაზებულმა ინგლისელმა, რომელიც გააძევეს ახალი სამყაროდან ღვთის გმობისა და გარყვნილების გამო



1624 წელს ინგლისელი თომას მორტონი ჩავიდა ამერიკაში და მასაჩუსეტსში დასახლდა. იმ დროს 45 წლის პრაქტიკოსი ადვოკატი იყო დევონიდან. მისი ხასიათი და გატაცება ძალიან განსხვავდებოდა თავშეკავებული და ღვთისმოსავი მცხოვრებლებისგან. თომას მოსწონდა გარყვნილი ცხოვრების წესი და ტავერნები, ზოგადად, მას შეგვიძლია ვუწოდოთ ჰედონისტი. ეს ძალიან აღიზიანებდა და ანერვიულებდა მასაჩუსეტსის პურიტანულ მოსახლეობას.



ინგლისიდან გადმოსვლის შემდეგ, თავის ამხანაგთან, მეკობრე რიჩარდ ვოლასტონთან ერთად დააარსა დასახლება მაუნტ ვოლასტონი (ვოლასტონის მთა) - ახლა ქალაქი ქუინსი მასაჩუსეტსის შტატში.



მორტონი სიმპათიით იყო განწყობილი ამერიკელი ძირძველი მოსახლეობის მიმართ, რომელთა კულტურას, ევროპულთან შედარებით, უფრო ცივილურად და ჰუმანურად თვლიდა. სიამოვნებით ყიდულობდა მათგან ბეწვეულს, სანაცვლოდ ყიდდა ინგლისიდან ჩამოტანილ ალკოჰოლს და იარაღს. თანდათან მის წინააღმდეგ წამოვიდა ბრალდებები, რომ თომასი ადგილობრივით იქცევა, რაღაც წარმართულ რიტუალებს ასრულებს და ადგილობრივ ქალებთან ორგიებს აწყობს.




გარკვეული პერიოდის შემდეგ, მორტონი ეჩხუბა ვოლასტონს, რადგან ის ადგილობრივ მოსახლეობას მონებად ყიდდა ვირჯინიაში. 1626 წელს ვოლასტონი ვირჯინიაში გაიქცა და თომასი მარტო დატოვა დასახლების სამართავად. თომასი ამით დიდად არ განაწყენებულა. ვოლასტონის მთას სახელი შეუცვალა და უბრალოდ თავისი გემოვნებით შეარქვა „მხიარული მთა“.



image



1628 წელს ინგლისური დღესასწაულის Mayday აღნიშვნისას, რომელიც აღინიშნება მაისის პირველ ორშაბათს, თომას მორტონმა მოაწყო გრანდიოზული ღრეობა. ტრადიციულად, ამ დღეს მიღებულია ცეკვა სხვადასხვა ლენტით მორთული მაისის ხის ქვეშ (სპეციალურად აღმართული ბოძი). ჩვენი „პატივსაცემი“ გმირი უფრო შორს წავიდა. 24 მეტრიანი ბოძის თავზე აღმართა ირმის რქები და მთელი დღესასწაულის განმავლობაში მღეროდა სიმღერებს და პურიტანული სტანდარტებით სრულიად შეუფერებლად იქცეოდა.



image



შედეგად, პურიტანების მოთმინება დასრულდა და მომავალი წლის ივნისში მორტონი პოლიციამ დააპატიმრა ადგილობრივებისთვის იარაღის მიყიდვის გამო. ის გაასამართლეს ინგლისის ქალაქ პლიმუტში, შემდეგ გადაიყვანეს შოულსის კუნძულებზე, რომელიც მდებარეობს მეინის და ნიუ-ჰემფშირის სანაპიროებიდან ექვსი მილის მოშორებით. ფაქტობრივად, იგი გადაასახლეს „კოლონიაში ღვთის გმობისთვის“. მასაჩუსეტსში დაბრუნება აეკრძალა და 1643 წელს გარდაცვალებამდე პერსონა ნონ გრატად დარჩა.



1637 წელს თომას მორტონმა გამოაქვეყნა თავისი სამტომიანი ნაშრომი „ახალინგლისური ქანაანი“. ეს იყო კონსერვატიული პურიტანული ცხოვრების მწარე გამოაშკარავება. მასში მან კოლონიალისტებს მიანიჭა დამამცირებელი მეტსახელები - მაგალითად, „კაპიტანი არარაობა“ ან „კაპიტანი ბუჭყა“ და კოლონიების „დემილიტარიზაციას“ რეკომენდაციას უწევდა. პლიმუთის გუბერნატორმა წიგნს „ახალინგლისური ქანაანი“ უწოდა „უსინდისო და შეურაცხმყოფელი წიგნი, რომელიც ლაფში სვრის ქვეყნის საუკეთესო ხალხის და ხელმძღვანელობის ღირსებას, სავსეა სიცრუით, ცილისწამებით, ღვთის გმობით“. გასაკვირი არ არის, რომ წიგნი აღიქმებოდა როგორც ლიტერატურა, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პურიტანულ სისტემას და აკრძალული იყო.



ასევე დაგაინტერესებთ:

ციტატები ჯორჯ ორუელის წიგნიდან „1984“, რომელიც გაიძულებთ ინანოთ, რომ უფრო ადრე არ წაიკითხეთ

ლიტერატურულმა ექსპერტებმა დაასახელეს 100 წიგნი, რომლებმაც კაცობრიობის ისტორია შეცვალეს

ნიჭიერად დაწერილი წიგნების ეკრანიზაცია, რომლებმაც „ოსკარი“ დამსახურებულად მიიღეს

მსოფლიოს 17 ბესტსელერი წიგნი, რომლის იმდენი ეგზემპლარი გაიყიდა, რომ ძნელი დასაჯერებელია

რა საჭიროა წიგნის კითხვა, თუ უმეტესობა მათგანი გვავიწყდება? ბრძნული პასუხი



0
313
3-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
313
Loading...