x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა ხდება აქ? - 7 ფოტოს ისტორია (ნაწილი XXII-საბჭოთა კავშირი)
თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-7 ფოტოს ისტორია ნაწილი XXII



ბალერინა.აკრობატი., მსახიობი, მხატვარი და მწერალი თამარა ლიაზგინა ზამთარში საცურაო კოსტუმის ამარა იკაჟება.1985 წ.

image

ექთანი პატარა გოგონას ნემსს უკეთებს, იმ დროს არა არსებობდა ერთჯერადი საინექციო ნემსები, ყოველი გამოყენების წინ ხდებოდა გამოხარშვა ფოლადის კოლოფებში, სადაც ნემსები და საინექციო დგუში იდებოდა, ნემსები ბლაგვდებოდა და დროთა განმავლობაში საკმაოდ მტკივნეული ხდებოდა.



image

გოგონა საერთო საცხოვრებლის სამზარეულოში, 1970-იანი წლები, როგორც ჩანს გოგონები სისუფთავზე და წესრიგზე დიდად არ იწუხებდნენ თავს.

image

ჯართის შეგროვება, 1970-იანი წლები, სკოლებში ჯართის და მაკულატურის შეგროვება, ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ჩვეულებრივი მოვლენა იყო საბჭოთა პერიოდში, რომელიც "შაბათობის" სახელით იყო ცნობილი.

image

საბჭოთა წვენები სამ ლიტრიან ქილებში. 1972 წელი. ჯანსაღი და ნატურალური, ყოველგვარი ზედმეტი კონსერვატების გარეშე.

image

ფენის წინაპარი, ქალები თმებს იშრობენ, პლაკატზე წარწერა გვაუწყებს:"სსრკ-ს ახალ კონსტიტუციას მხარს ვუჭერთ და ვეთანხმებით"1977 წელი.

image

ციმბირი. კონდინსკის ლესპრომხოზი, 1964 წელი.

საკმაოდ შრომატევადი სამუშაო. ასეთი კაუჭებით წყლიდან მორებს იღებდნენ, მაგრამ მალე ეს პროცესი მექანიზებული გახდა.

image


წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>>

0
320
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
320
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0