სხვა რა ხდება აქ? - 7 ფოტოს ისტორია (ნაწილი XXII-საბჭოთა კავშირი) 12 დეკემბერი, 13:23 თქვენ შეგიძლიათ ტომობით ისტორიის სახელმძღვანელოები გადაღეჭოთ, იცოდეთ და გახსოვდეთ ბევრი. მაგრამ არაფერი შეედრება ვიზუალურად აღბეჭდილ დოკუმენტს, ისტორიულ ფოტოებს, რომელიც ასახავს უნიკალურ მომენტებს, გვაჩვენებს, თუ რითი ამაყობდნენ ადამიანები, ან რამ გამოიწვია ცრემლები და რაზე ოცნებობდნენ.. მაშ ასე, დროში მოგზაურობა-7 ფოტოს ისტორია ნაწილი XXII
ბალერინა.აკრობატი., მსახიობი, მხატვარი და მწერალი თამარა ლიაზგინა ზამთარში საცურაო კოსტუმის ამარა იკაჟება.1985 წ. ექთანი პატარა გოგონას ნემსს უკეთებს, იმ დროს არა არსებობდა ერთჯერადი საინექციო ნემსები, ყოველი გამოყენების წინ ხდებოდა გამოხარშვა ფოლადის კოლოფებში, სადაც ნემსები და საინექციო დგუში იდებოდა, ნემსები ბლაგვდებოდა და დროთა განმავლობაში საკმაოდ მტკივნეული ხდებოდა. გოგონა საერთო საცხოვრებლის სამზარეულოში, 1970-იანი წლები, როგორც ჩანს გოგონები სისუფთავზე და წესრიგზე დიდად არ იწუხებდნენ თავს. ჯართის შეგროვება, 1970-იანი წლები, სკოლებში ჯართის და მაკულატურის შეგროვება, ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება ჩვეულებრივი მოვლენა იყო საბჭოთა პერიოდში, რომელიც "შაბათობის" სახელით იყო ცნობილი. საბჭოთა წვენები სამ ლიტრიან ქილებში. 1972 წელი. ჯანსაღი და ნატურალური, ყოველგვარი ზედმეტი კონსერვატების გარეშე. ფენის წინაპარი, ქალები თმებს იშრობენ, პლაკატზე წარწერა გვაუწყებს:"სსრკ-ს ახალ კონსტიტუციას მხარს ვუჭერთ და ვეთანხმებით"1977 წელი. ციმბირი. კონდინსკის ლესპრომხოზი, 1964 წელი. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო. ასეთი კაუჭებით წყლიდან მორებს იღებდნენ, მაგრამ მალე ეს პროცესი მექანიზებული გახდა. წინა ნაწილების სანახავად მიყევით <<ამ ბმულს>>327 2-ს მოსწონს
|