x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"არ წამოეგოთ. თავი შორს დაიჭირეთ"- თამარ ჩერგოლეიშვილი საზოგადეობას აფრთხილებს

image


"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"მეგობრებო, რეჟიმის მაიმუნებმა, სასოწარკვეთისგან ახალ ფანდს მიაგნეს.

"კეთილისმსურველებს" ავრცელებინებენ პირად მიმოწერებში, თითქოს რაღაც საშინელებას აპირებს ხელისუფლება და თავი შორს დაიჭირონ.

არ წამოეგოთ.

რეჟიმი ბევრ საშინელებას იზამს.

მაგრამ თქვენ ამაზე არ გაგაფრთხილებთ.
და ვისაც ამბავი მოაქვს, იმისგან თავი შორს დაიჭირეთ.

უნდა ვიდგეთ მტკიცედ და გავაგრძელოთ იქამდე, სანამ მიზანს არ მივაღწევთ:

1. პრემიერი გადადგება (მიყვება მთავრობა). ასევე გადადგება ცესკო და სუსის უფროსი.

2. ორ კვირაში დაინიშნება ხელახალი არჩევნები, რომელიც გაიმართება 3 თვეში.
3. არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს ყველა, ვისაც ოპო ოლიგარქია თიშავდა პროცესიდან და თავისუფლებაში!!! ქვემოდან ზემოთ, ამოიზრდება ახალი პოლიტიკური კლასი, რომელიც დააფუძნებს ახალ რესპუბლიკას. ასე დავბრუნდებით ევროპაში!"-ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.
0
884
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
884