x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
18 წლის ასაკში წავიდა უკრაინელების დასახოცად, 2 თვეში კი გახდა "ტვირთი 200"

image
დანილ სატლაევი დაიბადა 2006 წლის სექტემბერში მთიანი ალტაის რეგიონში. იქვე დაამთავრა სკოლა. სკოლის დამთავრებისთანავე კონტრაქტით წავიდა რუსულ არმიაში, რუსული კანონმდებლობით, მას როგორც ოჯახის მარჩენალს არ უწევდა ჯარში სამსახური, რადგან მშობლები განქოწინებული იყვნენ, ძმები კი პატარები და დანილი ითვლებოდა ოჯახის მარჩენლად, რაც მის სავალდებულო სამსახურში გაწვევას გამორიცხავდა.

"სხვის უბედურებაზე ხელებს ვერ მოითბობ"-ესაა აქსიომა, დანილი რომელსაც კონტრაქტის თანახმად მაღალი ხელფასი უნდა მიეღო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების ზონაში გაემგზავრა. ომს არ უყვარს მოუმზადებელი მებრძოლები, რადგან გამოუცდელი მებრძოლი მალევე ხდება სნაიპერის მსვერპლი. ასე მოუვიდა დანილსაც, უკრაინაში ჩასვლიდან ზუსტად 2 თვეში უკრაინელი სნაიპერის მიერ გასროლილმა ტყვიამ წერტილი დაუსვა მის კონტრაქტსაც და მის სიცოცხლესაც. ახალგაზრდა ბიჭი ფულის შოვნის სურვილმა აქცია "ტვირთი 200" (ასე მოიხსენიებენ ომში დაღუპულს, დაჭრილს ან დასახიჩრებულს კი, როგორც "ტვირთ 300"-სს).

დანილის დაღუპვა დედამისმაც დაადასტურა და ახლა სახელმწიფოსგან მოითხოვს კონპენსაციას, მისი თქმით: "მას უწევს 2 მცირეწლოვანი შვილის რჩენა, რაც მძიმედ აწვება მის ისედაც მწირ ბიუჯეტს და სახელმწიფო აქედან გამომდინარე ვალდებულია, მას, როგორც ომში დაღუპულის დედას გადაუხადოს შვილის კონტრაქტით გათვალისწინებული თანხა ბონუსთან ერთად, რაც დამატებითი სახის დახმარებით გამოიხატება".


0
475
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
475
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0