x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
თურქულმა დამრტყმელმა დრონმა "Baytraktar TB-2"-მა გაანადგურა სომხეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С300-ი

image თურქული დამრტყმელი დრონი აგრძელებს რუსული იარაღის "გენოციდს", რომელიც სირიაში დაიწყო, ლიბიაში გააგრძელა და ახლაც წარმატებით ართმევს თავს დასახულ ამოცანებს.
ამჯერად თურქულმა დამრტყმელმა დრონმა "Baytraktar TB-2"-მა თავი ისახელა რუსული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის "С-300"-ის განადგურებით, რომელიც სომხეთის არმიის შეიარაღებაში იმყოფებოდა და მთიანი ყარაბაღის შეიარაღებულ ძალებს გადაეცა აზერბაიჯანული საფრენი აპარატების მოსაგერიებლად.
მიუხედავად იმისა, რომ რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსში შემავალ სარადარო სისტემას შეუძლია (მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე ვამბობ) 300-ი კილომეტრის რადიუსში აღმოაჩინოს საფრენი აპარატები, თურქულმა დამრტყმელმა დრონმა შესძლო ზედ "დასჯდომოდა" საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს და მიყოლებით გაეშვა ორი რაკეტა მის წინააღმდეგ.
საბრძოლო ამოცანის შესრულების შემდეგ დამრტყმელი დრონი უკანვე გაბრუნდა, თუმცა აღმოაჩინეს და ჩამოაგდეს-იტყობინება საინფორმაციო პორტალი "avia.pro".
ცნობილი ფაქტია, რომ თურქულმა დამრტყმელმა დრონებმა სირიაში და ლიბიაში რამდენიმე ერთეული საზენიტო-სარაკეტო, ქვემეხებიანი კომპლექსი «Панцирь-С» გაანადგურა.


0
370
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
370