x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"მოხეტიალე" ნაგებობა, რომელიც თავისით ჩნდება და ქრება

ცოტა ხნის წინ, ნევადაში, გასსის პიკის მახლობლად, სტელას სახის, უნიკალური და კოლოსალური ნაგებობა აღმოაჩინეს, რომელმაც მრავალი ადამიანის ინტერესი გამოიწვია. სტელა, უდაბნოს ველური ბუნების ეროვნულ ნაკრძალში, ლას-ვეგასის პოლიციის სამძებრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა იპოვეს.


image


თვითმხილველები და არა მარტო, ცდილობენ იმის გამოცნობას, თუ ვის შეეძლო ამ მონოლითის შექმნა? ერთნი ფიქრობენ, რომ ეს იმ ხელოვანთა ნამუშევარია, რომლებსაც იდუმალი ობიექტების შექმნა და ხელოვნებისადმი ყურადღების მიქცევა უყვართ. თუმცა, ჯერ–ჯერობით, ამის მტკიცებულება არ არსებობს, რადგან მსგავს ადგილებში, სათვალთვალო კამერები არ არსებობს.

საზოგადოების ინტერესი, ასეთი სტრუქტურებისადმი, რა თქმა უნდა ნორმალურია და ის რამდენიმე დღით, საყოველთაო განსჯის საგანი ხდება. მაგრამ, მხოლოდ რამდენიმე დღით... რადგან ეს მონოლითი, არსაიდან ჩნდება და ასევე მოულოდნელად ქრება. ნევადის გარდა, მსგავსი შემთხვევა მოხდა იუტას შტატშიც. იქ მონუმენტი, ერთი თვის მანძილზე, ხან ერთ და ხან მეორე ადგილზე ჩნდებოდა. ზოგჯერ, ადგილობრივი ხელისუფლება ობიექტის დემონტაჟსაც კი ახდენდა, ზოგჯერ კი, გაურკვეველი გზებით ქრებოდა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს.

ადგილობრივი ხელისუფლება, ამ შტატებში ჩასულ ტურისტებს აფრთხილებს და რეკომენდაციას აძლევს, რომ საკუთარი მარშრუტები ყურადღებით დაგეგმონ და თუ უცნაურ ობიექტს დააფიქსირებენ, დაუყოვნებლივ სამართალდამცავებს აცნობონ.

ამ უცნაური ობიექტების შესწავლა საკმაოდ საინტერესოა. ნაგებობა, რომელიც არაერთმა ადამიანმა ნახა და რამდენიმეს დემონტაჟიც მოხდა, რეალობის ჩვენებური გაგებისთვის, ნამდვილი გამოწვევაა. ამგვარი უცნაური მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღებამ, შესაძლოა დაგაფიქროთ, მეცნიერული აღმოჩენების საზღვრებზე და სამყაროს ფარულ საიდუმლოებებზე, რომლებიც ჯერ კიდევ გაუხსნელი რჩება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ქვეყნები, როგორც ადამიანები – ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატები (42 ფოტო)

* ძველი ეგვიპტის კატაკომბები

* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 8 (30 ფოტო)

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0