საქართველო
"პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით აშანტაჟებენ"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი
10 დეკემბერი, 19:57
"ფედერალისტების" ერთ - ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში "ქართული ოცნების" პროპაგანდისტების, ლალი მოროშკინასა და ნინო ჯღარკავას სქრინებს აზიარებს და წერს:
"მედიამ დაურეკეთ შესაბამის სტრუქტურებს და ჰკითხეთ აპირებენ თუ არა მოროშკინას და იმ მეორე ქალის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით მოქალაქეების შანტაჟის გამო.
ეს ორი კრიმინალი დაიჭირეთ.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოებით აშანტაჟებენ ვიღაცეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia" - ვკითხულობთ თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტში.