საზოგადოება „არასოდეს დაწვათ სასახლე, არავის უსურვოთ სიკვდილი, რაც არ უნდა გძულდეთ“ - ნატო გელაშვილი 13 დეკემბერი, 9:53
.
პოპულარული ქართველი კომპოზიტორი და ყველასთვის საყვარელი ავტორ-შემსრულებელი ნატო გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ძალიან შეაწუხა როცა რუსთაველზე, პარლამენტის წინ აქციაზე ახალგაზრდებმა სასახლე დაწვეს. მისთვის ეს ძალზე ემოციური იყო.
,
ამასთან დაკავშირებით ნატო გელაშვილი ემოციურ სტატუსს წერს და ახალგაზრდებს სიყვარულისკენ მოუწოდებს, ის მიიჩნევს, რომ მომავალ თაობებს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეუძლიათ. . დიდი ბოდიშის მოხდით, როგორც ერთმა რიგითმა ქრისტიანმა მინდა ჩემი გულისტკივილი დავაფიქსირო..
.
ვისაც სასახლის (კუბოს) სიმძიმე გავლილი აქვს და მისი დანიშნულება კარგად იცის, ალბათ არც მტერს უსურვებს იგივე სიმწარის გავლას… ჭირისუფალისთვის ძალიან მძიმეა როცა სასახლე მოაქვთ პირველად სახლში, თუმცა მერე ეფერები ვინაიდან იაზრებ რომ ეს სასახლე, შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ბოლო სახლია…
.
არასოდეს დაწვათ ქრიტიანის ბოლო სახლიდა არავის უსურვოთ გარდაცვალება როგორც არ უნდა გძულდეთ
.
მე მჯერა რომ ქართველ ერს სიძულვილზე მეტად სიყვარული შეგვიძლიასიყვარულით გადავრჩებით მხოლოდ და მხოლოდ
მშვიდობა ჩემ ხალხს და ჩემ ქვეყანას --- წერს ნატო გელაშვილი.
.
კუბო და გრინჩი - საპროტესტო აქციის ანტურაჟი რუსთაველის გამზირზე. მომიტინგეებმა ქვეყნის მთავარ გამზირზე კუბო მიიტანეს, პარლამენტის მიმდებარედ საახალწლო ნაძვის ხის წინ ცეცხლი წაუკიდეს და დაწვეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ სასახლეზე ქრისტე იყო გამოსახული, რამაც საზოგადოების რელიგიური გრძნობები შებღალა და აჟიოტაჟი მოჰყვა.
/
უფრო ნიჭიერი ახალგაზრდები არიან და უფრო კარგად შეიძლება სასიკეთოდ და ლამაზად გააკეთონ რამე. გვერდზე არის ნაძვის ხე, აქეთ არის კუბო, რა მოგაქვს, ისედაც რამდენი ტრაგედიაა ირგვლივ, - განაცხადა წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ალექსანდრემ (გალდავა) აქციაზე მაცხოვრის გამოსახულებიანი კუბოს დაწვაზე საუბრისას.
.
„ლანძღვა - გინების მეტი არაფერი არ გვესმის და კიდევ კუბო ზემოდან და მჩხიბავები. „თქვენ აკურთხებდით მაწყევართა თქვენთა და ლოცავდეთ მათ“ და შენ რომ ადამიანს უსურვებ სიკვდილს, უბედურებას, ჯანდაბას, ისედაც ნეგატიურია ეს განწყობები და კიდევ უფრო ამძიმებ ამას. ქრისტიანობა რას გეუბნება - ადამიანის სიყვარულს, სხვა არაფერს. იმ სიყვარულში ის ადამიანი, ვისაც შენ რამეს უსურვებ და ვისაც შენ ნახევარ საქართველოს თუ მეტს დებ კუბოში, იმათ სიცოცხლეში მოყვანა, ქრისტეს სიყვარულით მოხდა“, - აღნიშნა დეკანოზმა ალექსანდრემ (გალდავა).
.
31 შეფასება არ არის
|