აფხაზეთი აფხაზეთი მოსკოვს სოციალური დახმარების განახლებას სთხოვს, მოსკოვი უარზეა 10 დეკემბერი, 12:18 თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ რუსეთის პრემიერ-მინისტრს მიხეილ მიშუსტინს სთხოვა რესპუბლიკაში სოციალური დახმარების განახლება. პოლიტიკოსის განმარტებით, სხვა საკითხებთან ერთად, საუბარია ხელფასების თანადაფინანსებაზე. ახლა მოსკოვი რესპუბლიკის მაცხოვრებლებს მხოლოდ პენსიებს უხდის. ნოემბერში აფხაზეთის პარლამენტმა ჩააგდო რუსეთის იურიდიული პირების მიერ ადგილობრივ ეკონომიკაში ინვესტიციების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება. ამის შემდეგ რუსეთმა შეაჩერა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. სამხრეთ კავკასიის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის ექსპერტმა ნიაზი ნიაზოვმა აღნიშნა, რომ რუსეთის ეკონომიკური დახმარების გარეშე აფხაზეთი ძნელად იარსებებს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოხუმმა უნდა მიიღოს რთული გადაწყვეტილება მოსკოვთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთქმედების გაღრმავების აუცილებლობის შესახებ. რუსეთმა განმარტა ფინასური დამხარების გაყინვა რუსეთმა შეამცირა აფხაზეთისთვის მატერიალური მხარდაჭერა „პარაზიტიზმის“ გამო, ამბობს სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე კონსტანტინე ზატულინი.გამოცემა Lenta.ru-სთან საუბარში მან რესპუბლიკისთვის დახმარების გამოყოფაზე ისაუბრა. დეპუტატის თქმით, რუსეთი წლების განმავლობაში ეხმარებოდა აფხაზეთს მძიმე პერიოდებში და მოქალაქეების მხარდასაჭერად. ქვეყანაში მილიარდობით რუბლი გააგზავნა. თუმცა, მას მიაჩნია, რომ ზოგიერთმა პოლიტიკურმა წრემ მოსკოვის მიერ გამოყოფილი თანხები არაკეთილსინდისიერად გამოიყენა. "ეს არის ჩვენი ნებაყოფლობითი ვალდებულებები, ზოგიერთი მათგანი სესხია, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, რომ ოდესმე დაბრუნდეს, ნაწილი უბრალოდ სუბსიდიაა რუსეთის ბიუჯეტიდან. სექტემბრიდან აფხაზეთის სახელმწიფო თანამშრომლებს დოტაცია შეუჩერდათ, ანუ რუსეთის ფედერაცია, შეიძლება ითქვას, ყოველთვიურად 170 მილიონ რუბლს ჩუქნიდა აფხაზეთს."-აღნიშნა ზატულინმა. შეგახსენებთ, 2024 15 ნოემბერს სოხუმში საპროტესტო მღელვარება რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სწორედ „საინვესტიოციო შეთანხმების“ წინააღმდეგ გაიმართა. პროტესტის მონაწილეები „სამთავრობო“ შენობების კომპლექსის ღობის ნაწილი განგრიეს და ე. წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ კი „პარლამენტისა“ და ე. წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობები დაიკავეს. პროტესტის ფონზე ე. წ. პარლამენტმა გააუქმა სხდომა, რომელზეც მოსკოვთან საინვესტიციო შეთანხმების რატიფიცირებაზე კენჭისყრა უნდა გამართულიყო. აღნიშნული მღელვარების ფონზე, 19 ნოემბერს ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია და ე. წ. პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგნენ. ე. წ. პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა, ხოლო ე. წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას, ვალერი ბგანბა. 170 2-ს მოსწონს
|