საზოგადოება „დათო ფორჩხიძეს მინდა შევეხმიანო, ვეღარ დაგინდობ!... ხუჯაძე უპრინციპო არსებაა“ - გოგა ხაჩიძე 30 იანვარი, 11:15 ![]() გთავაზობთ გოგა ხაჩიძის სტატუსს უცვლელად: . "დათო ფორჩხიძეს მინდა შევეხმიანო აქედან.
ბიჭო დავით!
ხუჯაძე რომ უიმედო-უპრინციპო არსებაა და ჯერ კიდევ ქოცებამდე იყო ქოცი ეგ ორივემ კარგად ვიცით.
ამჯერად შენს სინდისს მინდა ჩავებღაუჭო, რომელიც მგონია შერჩენილი გაქვს.
.
ვიცი, ბობოლა ქოცებისგან პატივნაცემი და დავალებული ხარ;
ვიცი, როგორი მიბმული ხარ ქოცებზე და საქოცეთზე;
ვიცი, როგორ გიჭირს შენი კომფორტული ბუნაგიდან გამოძრომა, რეალობაზე თვალის გასწორება და პოზიციის გამოხატვა, მაგრამ არც მე დაგიტოვებ სხვა შანსს, ისედაც ბევრჯერ მოახერხე არასწორი დუმილი.
.
გამოდი და გასაგებად დააფიქსირე შენი პოზიცია!
მჯერა, რომ “სახე”-ს შეინარჩუნებ!
თორემ ვეღარ დაგინდობ!
.
არ შეგეშინდეთ!
იყავით მამაცები!
ცხოვრება იმად არ ღირს, რომ ქოცის შიშში გაატაროთ!
დიდება საქართველოს და ქართველ გმირებს!"– წერს გოგა ხაჩიძე.
.
შეგახსენებთ, ნაცმოძრაობის დამარცხებამდე ის სააკაშვილის ხელისუფლების წევრი იყო, ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ კი მან გირჩი დააფუძნა ზურა ჯაფარიძესთან და იაგო ხვიჩიასთან ერთად, თუმცა სულ მალე ის გირჩს ჩამოშორდა.
.
დავით ფორჩხიძე კი იმედსა და პოსტტივის ეთერში სხვადასხვა მუსიკალურ შოუებში მონაწილეობს და ოპოზიციური აქტივობით არ გამოირჩევა, ამიტომაც მიმართა მას ყოფილმა კოლეგამ ასე საჯაროდ და აგრესიულად..
.
ჯერ უცნობია გამოეხმაურება თუ არა ფორჩხიძე კოლეგის მუქარას. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დათო ფორჩხიძე ფეისბუქით 2014 წლის შემდეგ აღარ აქტიურობს და ნაკლებად მოსალოდნელია წერილობითი პასუხი გასცეს.
328 1-ს მოსწონს
|