ვისაც ჰგონია, რომ თბილისში მიმდინარე დემონსტრაცია პატრიოტების ამბოხია, მწარედ ცდება
2024, 8 დეკემბერი, 19:01
ბევრს თბილისში მიმდინარე დემონსტრაციები, პრემიერის ბრძანებით ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დახურვაზე რეაქცია ჰგონიათ. ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა გარკვევით გვითხრეს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საუბრის გაგრძელებას 2030 წლამდე აზრი არ ჰქონდა, რადგან ამ დრომდე არ იგეგმებოდა საქართველოსთან აქტიური დიალოგი ამ თემაზე. ბატონმა კობახიძემ გადადგა სწორი ნაბიჯი, რა საჭირო იყო არაფრისმომცემი მოლაპარაკებები თემაზე, როცა 2030 წლამდე ამ დიალოგს არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყვებოდა? "რუსეთის მონებო", "რუსეთის აგენტებო"-ეს ჩეკისტური ნარატივი სწორედ სპეციალურად შექმნილი ტერმინებია საქართველოს ხელისუფლების იმიჯის შესალახად. საკაშვილი, რომ რუსეთ-აშშ-ს ერთობლივი პროექტი იყო ამას მეტყველებს ის ფაქტი, რომ რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი შეხვდა შევარდნაძეს სააკაშვილის "ტახტზე ასვლამდე". ხოშტარია, რომ რუსეთიდან იღებს მილიონებს ისედაც იცით, ხაზარაძემ საქართველოს საგანძური "ბორჯომის" მინერალური წყალი, რუსებს, რომ მიყიდა ესეც ვიცით და გვახსოვს. სააკაშვილის მიერ რუსი ოლიგარქის ბენდუქიძის ჩამოყვანამ დედა, რომ უტირა საქართველოს ეკონომიკას ესეც გვახსოვს, ლამის ჩვენც, რომ მიგვაყოლა პრივატიზირების ზღვარსგადასულ მოცულობას. არც არაფერი, მაგრამ დასავლეთმა გადაწყვიტა დაესაჯა საქართველოს ურჩი ხელისუფლება, რომელმაც უარი თქვა საქართველოსთვის საშიშ თამაშებში, რაც საქართველოს "უკრაინა 2"-ს გახდიდა. ოპოზიციური სპექტრის და წინა ხელისუფლების ლობისტებმა უზარმაზარი "შრომა ჩადეს" საქართველოში მეორე ფრონტის გახსნაზე, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან საქართველოს ხელისუფლება იმაზე პრინციპული და ჯიუტი აღმოჩნდა ვიდრე ელოდნენ. ბალტიისპირეთმა სწორედ დასავლეთის ზეწოლით საქართველოს ხელისუფლების რამდენიმე პირი დაასანქცირა და ბალტიისპირეთში შესვლა აუკრძალა. ტრამპმა ევროპიდან ჯარები თუ გაიყვანა, ბალტიისპირეთი ისეთ დღეში აღმოჩნდება, მტერს არ ვუსურვებ, რადგან არავინ შეიწუხებს სამი ჯუჯა სახელმწიფოს დასაცავად თავს, "მეხუთე მუხლის" ამოქმედებაც გამორიცხული იქნება, რადგან არავინ დაუპირისპირდება აშშ-ს თანადგომის გარეშე რუსეთს. მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე თბილისში მიმდინარე პროცესები არაფერია. ისრაელის პრემიერზე და თავდაცვის მინისტრზე პალესტინელების ეთნოწმენდის და გენოციდის გამო საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ორივე გამოცხადებულია ტერორისტად, აშშ კი ინტენსიურად თანამშრომლობს ამ ტერორისტებთან, ისევე, როგორც თანამშრომლობს სირიელ ამბოხებულებთან, რომლებიც პრაქტიკულად ტერორისტები არიან. ალეპოს დაკავება მათ მიერ მოხდა სწორედ აშშ-ს აქტიური მხარდაჭერით, რამაც ასადის გაქცევა გამოიწვია, რადგან რუსების დახმარების გარეშე ასადის არმია არაფერს წარმოადგენდა.
ბაშარ ალ ასადის რეჟიმი დაემხო, ასადი გაიქცა, მაგრამ როგორც "Reuters"-ი 2 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ჩამოვარდა.
ყველამ ვიცით, რომ მალე უნდა შედგეს ამერიკის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია, ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს მას პრობლემების მთელი ბუკეტი დახვედროს უკრაინის, სირიის, ისრაელის და საქართველოს სახით.
რუსულის მცოდნეებმა კარგად მოუსმინეთ ამ ვიდეოს თავიდან ბოლომდე და მიხვდებით, როგორ ბიძურ თამაშში ითრევდნენ საქართველოს, რომ არა ხელისუფლების მყარი გადაწყვეტილება, არ ჩართულიყო ანტიქართულ პროექტში რომელსაც გვახვევდნენ თავს.
მსოფლიოში გამზადებულია ხორცის საკეპი მანქანა,ჩვენი ვალია ნებით არ ჩავხტეთ ამ საკეპში და ძალით ჩაგვითრევენ,რას ვიზავთ,ვეცდოთ მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გამოვიდეთ. თუ ქოცები გადააგდეს(სამოქალაქო ომი უნდა მოიგოს ჯერ ოპოზიციამ,ისე ქოცები არ წავლენ),რაც ავტომატურად აქ პროცესების არევას ნიშნავს,რუსეთი აუცილებლად გააკეთებს თავის სვლას,რა დაუშლის ნეტა ვიცოდე,ჭკუა თუ მორალი? რატომღაც ყველას რუსეთი ელანდება არეულობის მომენტში,თუმცა არ უნდა დავივიწყოთ არცერთი ჩვენ მეზობელი სახელმწიფო. თურქეთს რო თავისი ინტერესი აქვს საქართველოზე,ეს საუკუნეებია ვიცით,ხოლო აზერბაიჯანს ჰერეთზე უჭირავს თვალი და თუ საშუალება მიეცა,არც კახეთზე იტყვის უარს. სომხები რო სომხები არიან,ისინიც გამორჩენაზე იქნებიან. ხომ გაგიგიათ,ტყვია ნუ გავარდება,თორე რა იქნება კაცმა არ იცისო,ხოდა ეგრეა რა,თუ სიტუაცია აირია,ყველაფერი მოსალოდნელია. აშკარაა რო არ ვიმსახურებთ თანამედროვე ქართველები დამოუკიდებელ სახელმწიფოს,გაფრთხილება და მოვლა ჩვენ არ შეგვძლებია. და კიდევ,არანაირი ომი არ იქნება რუსეთთან,საქართველოს ინტერესისთვის ეგ ომი არ იქნება და ამერიკის ინტერესებისთვის ბრძოლას არავინ არ აპირებს. ყველამ გაიგო უკვე ყველაფერი და ეს ასე იქნება უეჭველად. როცა ყველანაირიად ცდილობ ომი არ გქონდეს,რადგან პატარა ქვეყანა ხარ და მცირე ჯარი გყავს,ხოლო როცა ვიღაც შიდა აგენტებით რაღაცას გატანის,ეს უკვე შენი ომი აღარ არის. შენი ომი საპირისპიროდ უნდა გამართო ანუ აგენტებს და მათ პატრონებს უნდა ებრძოლო და არა იმ ქვეყანას,ვისაც სასიცოცხლო საფრთხე ექმნება და ამიტომ გეომება. რეალურად ასეა,რუსეთისთვის უკრაინაც და საქართველო სასიცოცხლო საფრთხეს წარმოადგენს,როცა აქ მისი მტრების აგენტები მართავენ სიტუაციას. მარტივი შეკითხვა ყველას,თუ თქვენს მეზობლად გადმოვა თქვენი მტერი,რომელსაც თქვენი განადგურება უნდა,ხოლო შენი მეზობელი დიდი სუფრით დახვდება და ამ სუფრაზე დროს თქვენს გინებაში გაატარებენ,რას მოიმოქმედებთ? ხოდა რუსეთიც იგივეს აკეთებს. ეს არის დიდი ბიჭების თამაშები,ხოდა ისე არ უნდა ქნა რო ამ დიდი ბიჭებიდან რომელიმეს მხარეს აღმოჩნდე,შენ შენი გზა უნდა ნახო და ორივესთან ისეთი ურთიეთობა უნდა გქონდეს რო არ გაგლახონ. იმ დებილებს კი,რომელთაც ახალგაზრდ