საზოგადოება „დღეს რეჟიმს "იოლკა" უნდა დაედგა, გთავაზობთ გამოსავალს“ - ბუკა პეტრიაშვილი 2024, 6 დეკემბერი, 19:10
.
პოლიტიკოსი ალექსი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში თბილისის მთავარი ნაძვისხის აშენების თემას ეხმაურება და ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სტატუსს წერს. ცნობილია, რომ დღეუისთვის ნაძვისხის ანთების ცერემონია იყო დაგეგმილი და ქვეყნის მტავარი ნაძვისხე სწორედ პარლამენტის წინ იყო დაგეგმილი
.
გთავაზობთ ბუკა პეტრიაშვილის ფეისბუქ სტატუსს: . დღეს 6 დეკემბერია. იდეაში, დღეს რეჟიმს "იოლკა" უნდა დაედგა, რასაც ცხადია ვერ იზამს, მაგრამ თუ მაინც არ ამოიღებთ თავიდან ამ პროვოკაციას, რეჟიმს გთავაზობთ გამოსავალს: დაიდგით ეგ "იოლკა" შიგ საკანონმდებლო ორგანოში და გახსენით ის მხოლოდ!!!!!!! . მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მოსული "მოზეიმეებისთვის"! ვიმეორებ, მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვებით შეუშვით ადამიანები. ჩვენ ჩვენი შვილებით მაინც ვიდგებით გარეთ. თქვენგან განსხვავებით, ჩვენ გვიყვარს მომავალი თაობა. მე ჩემი შვილებით, ჩემი შოთიკოს მეგობრებით და მათი მშობლებით ისედაც სულ ვდგავართ და ვიდგებით, ვიდრე ყველა დაკავებულს არ გაათავისუფლებთ და ხელახალ არჩევნებს არ დანიშნავთ. ეს თქვენ გვიწამლავთ, სასტიკად სცემთ, იჭერთ და ფსიქოლოგიურ ტერორს უწყობთ ჩვენს ახალგაზრდებს. ჰოდა, დაიდგით ეგ "იოლკა" შიგ საკ.ორგანოში. . ჩვენ ვიქნებით გარანტი რომ მანდ მომსვლელებს უპრობლემოდ შეეძლებათ შემოსვლა და თქვენ კიდევ კაფეტერიაშიც საახალწლო განწყობა გექნებათ და "მაგ იოლკის" ირგვლივაც უფრო თამამად ივლით ხელჩაკიდებული წრეზე! თქვენი გაადამიანურება გამორიცხულია, მაგრამ იქნებ ამან მაინც გაგინელოთ ეგ გავეშება თქვე მანიაკებო! --- წერს ბუკა პეტრიაშვილი 81 1-ს მოსწონს
|