x
მეტი
  • 13.12.2024
  • სტატია:138767
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512451
ვინც ფიქრობთ რომ რუსეთში კარგია - თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს
რუსეთი
ვინც ფიქრობთ რომ ევროპა ცუდია და რუსეთი კაი,
თქვენთვისაც ცუდი ამბები მაქვს:
*მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგს და ჰაჰა ეკატერინბურგს თუ გაცდებით, ქალაქების 95% დიდ-დიღომთანაც ვერ მივლენ.
*ლენინგრადის ოლქში, რომლის დედაქალაქი არის სანქტ-პერერბურგი, სადაც უამრავი დასახლებული პუნქტია - გაზი გაყვანილი არ აქვთ;
*კრასნოიარსკი - უმდიდრესი ქალაქი, რომელიც დგას გაზის საბადოებთან - მთლიანად გაზის გარეშე ზის;
*ნოვოსიბირსკი - ასევე საკმაოდ მდიდარი და თბილისზე დიდი ქალაქია, მოსახლეობის დიდ ნაწილს დღემდე არ აქვს ცენტრალური კანალიზაცია და ისაქმებენ ქუჩაში, ხის ე.წ. "სორტირში";
*კანალიზაციის საქმე აქტუალურია არა მხოლოდ ნოვოსიბირსკში. რუსეთში დაახლოებით 40 მილიონ მოსახლეობას არ აქვს ცენტრალური კანალიზაცია;
*რუსეთის მოქალაქეების უმეტესი ნაწილი საერთოდ არ ყოფილა საზღვარგარეთ, დაახლოებით 100 მილიონ ადამიანს არ აქვს ელემენტარულად საზღვარგარეთის პასპორტი;
*მიუხედავად იმისა რომ რუსეთი ფლობს უდიდეს გაზის და ნავთობის მარაგს, აქვს ყველაზე მეტი ოქრო, ბევრი ალმაზი და მილიონი სხვა რესურსი, მშპ მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე ის იკავებს "საპატიო" 66-ე ადგილს;
*როგორ არ უნდა შევეხო "ერთმორწმუნეობას", რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 52 % შეადგენს მართმადიდებელ ქრისტიანებს, შედარებისთვის გეტყვით რომ უკრაინაში ეს მაჩვენებელი შეადგენს - 82%;
*რა გააკეთა რუსეთმა თავისი მეზობლებისთვის ბოლო 35 წელიწადში, არასრული სია:
9 აპრილი, აფხაზეთის ომი, დნესტრისპირეთის კონფლიქტი მოლდოვაში, ჩეჩნეთის 2 ომი (კი მეზობლები არ არიან, მაგრამ არც რუსები), 2008 წლის ავგვისტოს ომი, ყირიმის ანექსია 2014-ში, დონბასის კონფლიქტი 2014-2022, 2022 წლიდან დღემდე ფართომასშტაბიანი ომი უკრაინაში...
*და მოდით შევხედოთ ამას სხვა კუთხიდან, არის აფხაზეთი და სამაჩაბლო, არის დნესტრისპირეთი, არის დონბასი ...არის თუ არა სადმე აყვავებული ეკონომიკა, ჯანმრთელობის დონე, ვიცნობთ თუ არა რომელიმე გამოჩენილ სპორტსმენს ან ხელოვანს ამ რეგიონებიდან?! რომც იცოდეთ და ჩამომითვალოთ, ძალიან ცოტა იქნება ასეთი. რატომ? იმიტომ რომ რუსეთი არასდროს, აი არასდროს, არ ყოფილა განვითარების მომხრე. პირიქით, რაც უფრო ღარიბი, სუსტი და გაუნათლებელი ხარ, მით უფრო ადგვილად დაგამონებს და გამოგიყენებს თავის ბინძურ გეოპოლიტიკურ თამაშებში.
*რუსეთი ძალიან მდიდარი ქვეყანაა, აქვს უზარმაზარი სამხედრო პოტენციალი, აქვს ყველაზე მეტი ბირთვული იარაღი, მაგრამ ის არ არის დაინტერესებული იმაში, რომ შენ კარგად იცხოვრო. რუსეთს თავისი მოქალაქეებისთვის ვერ მოუცლია, და შენ მოგხედავს?! რუსეთი მუშაობს მხოლოდ თავისი ძალაუფლებისთვის, ოლიგარქიატის გასამდიდრებლად და განადგურებისთვის.
სწორედ ეს არის რუსული ფასეულობები - დამცირება, დაშინება და მკვლელობა.
P.S. კი, რუსეთშიც მოიპოვება თავისი დადებითი მხარეები (ალბათ), მაგრამ მინუსები გაცილებით მეტი აქვთ.
გაგრძლება იქნება..
0
301
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
Mediator image
301
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0