სხვა ტანგო - ვნება და სიყვარული 2012, 24 ოქტომბერი, 21:29 არგენტინაც კი იყო, სადაც 60-იან წლებში ტანგო აკრძალეს და ის მხოლოდ 20 წლის შემდეგ დაუბრუნდა იქაურ კულტურას.ასეთი მიდგომა 1907 წლიდან შეიცვალა, მაშინ, როცა ტანგომ პარიზში მოხვედრის შემდეგ ეროტიკული სტატუსი საერთოდ დაკარგა, პირიქით, იგი არისტოკრატულ წრეებში ყველაზე გავრცელებულ ცეკვად იქცა, რის შემდეგაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ტანგოს მელოდია არა ერთ ინსტრუმენტზე ჟღერს, თუმცა დღესდღეობით ყველაზე გავრცელებული აკორდეონია.ეს ტანგოს მეფედ წოდებული კომპოზიტორის, ასტორ პიაცოლას დამსახურებაა, რომელიც გასაოცარ მელოდიებს სწორედ ამ ინსტრუმენტზე ქმნიდა.ბავშვობაში პიაცოლას დედა არ რთავდა ნებას, სახლში რომელიმე დიდი ინსტრუმენტი ჰქონოდათ, ვინაიდან ეს ისედაც პატარა ბინას საკმაოდ შეავიწროებდა.სწორედ ამიტომ პიაცოლამ აკორდეონი არჩია, რომლის ტარებასაც ყველგან შეძლებდა და მუსიკით არც ოჯახის წევრებს შეაწუხებდა. ტანგოს მოცეკვავეთა თქმით, ეს ბევრად უფრო მეტია ვიდრე ცეკვა-როცა ტანგოს ცეკვავ, სხვა სამყაროში ხვდები, ესაა ერთდროულად ორი განცდა, ორი ერთმანეთთან მტკიცედ დაკავშირებული გრძნობა - ვნება და სიყვარული... 392 3-ს მოსწონს
|