სხვა თუ თქვენი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები სიცივეს ატარებს, ეს აუცილებლად გამოგადგებათ 17 დეკემბერი, 11:55 ტექნიკისა და საყოფაცხოვრებო ნივთების განვითარებასთან ერთად ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება უფრო გამარტივდა. ხის კარ-ფანჯარა კი ე.წ მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარამ ჩაანაცვლა, რომელიც უფრო კომფორტული და ადვილად რეგულირებადია და ხელს უწყობს ოთახში სითბოს შენარჩუნებას. თუმცა ხშირად და თითქმის ყოველთვის, როდესაც ახდენენ ინსტალატორები ამ ფანჯრების ინსტალაციას (მონტაჟი), ავიწყდებათ ორი ძირითადი და აუცილებელი პირობის თქმა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეთ, ვისაც სახლში მეტალო-პლასტმასის ფანჯრები გაქვთ.
მაშასადამე, დიდი ხანი არ არის, რაც ხის ფანჯრები, სხვადასხვა სახის თანამედროვე მეტალო-პლასტმასის ფანჯრებმა ჩაანაცვლა. ერთი შეხედვით სრულიად კომფორტული, სუფთა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სიცივისა და ხმაურის ჩამხშობი ფანჯრები, ხდება ისეც, რომ იმედს გვიცრუებს. ცივ ზამთარში, მაგალითად როგორიც წელს გვაქვს, ოთახში არსებულ სითბოს, ფანჯრების მიღმა მოხეტიალე ცივი ჰაერი უმალ ანეიტრალებს, რაც მეტად საშინელი ფაქტია. იძულებული ვხდებით მეტი ტემპით გამოვიყენოთ გამათბობლები მაღალ ტემპერატურაზე, რათა ოთახში არსებული სითბო შევინარჩუნოთ, ამით კი გვიწევს იმაზე მეტი გადავიხადოთ გამოყენებული გაზის თუ დენის გამო, რომ ხშირად ჯიბე ვერ სწვდება. ყველაფერი ისე სავალალოდ არ არის, როგორ წარმოგიდგენიათ, ერთი მარტივი პროცედურით თქვენი მეტალო-პლასტმასიდან შემოქროლილ ცივ ჰაერს სამუდამოდ ამოულუქავთ წყაროს თუ შემდეგს გაითვალისწინებთ. თავდაპირველად შეამოწმეთ რამდენად სწორადაა დამონტაჟებული თქვენი მეტალო-პლასტმასის ფანჯრები, შემდეგ კი დაგჭირდებათ მცირე ხელსაწყოები. თუ აღმოჩნდება, რომ ფანჯარა სრულიად ნორმალურადაა დამონტაჟებული, მაშინ საქმე გვაქვს ჰერმენტიზაციასთან, რომელიც მოძველდა და გამოცვლას საჭიროებს. თუმცა, რთული არც ამაში არაა არაფერი, გაცვეთილი და მზისგან დამწვარი ჰერმენტიზაციის რეზინა, რაც ფანჯარას აქვს შიგნით, უნდა ამოიღოთ და ახალი ჩასვათ. 114 3-ს მოსწონს
|