ქალი და მამაკაცი ქალის სილამაზე წარმოუდგენელი და საოცარი კადრებით გუშინ, 11:35 სილამაზე ესთეტიკური კატეგორიაა, რომელიც აღნიშნავს სრულყოფილებას, ობიექტის ასპექტების ჰარმონიულ შეხამებას. ანტიკურ პერიოდში ცნება სილამაზე წარმოადგენდა ფილოსოფიის აღქმის უმნიშვნელოვანეს ყოფიერებას. ძველი ბერძენი ფილოსოფოსების მიერ სილამაზე აღიქმებოდა არსებითად ობიექტურად და ონტოლოგიური სახით, რომელიც დაკავშირებულია უნივერსუმის სრულყოფილებასთან. სოკრატეს დროს სილამაზე განიხილება არა მხოლოდ ონტოლოგიური გაგებით, არამედ როგორც გონის კატეგორია, აღქმა. სოკრატესთვის სილამაზე იყო სამყაროს მნიშვნელოვანი კატეგორია. პლატონის მიხედვით ადამიანი დაბადებამდე იმყოფება სილამაზის სფეროში და სუფთა აზრებში. აგრეთვე ფიქრობდა, რომ სილამაზის იდეა (ფორმა) სხვა დანარჩენ იდეებზე მაღლა დგას. არისტოტელემ დაინახა კავშირი სილამაზესა და სათნოებას შორის და ამტკიცებდა, რომ სათნოება მიმართულია სილამაზისკენ.
მამაკაცების გაგებით, ქალის სილამაზე არის სხვადასხვაგვარი, ზოგ შემთხვევაში - კომპლექსური იმიჯი. მათი უმეტესობა გარკვეულ კრიტერიუმებს ანიჭებს უპირატესობას, გარკვეული არაესთეტიკური ნიშნები ქალის გარეგნობაში კი აძლევთ მათ საშუალებას, განიხილონ, როგორც უარყოფითი მხარეები. მეცნიერები მრავალი წლის მანძილზე ცდილობდნენ გამოეკვლიათ სხვაობა ქალსა და მამაკაცს შორის და ეს მხოლოდ გენდერი როდია. ისინი ამტკიცებენ, რომ ქალი ფლობს უზენაეს ძალას, რაც მამაკაცს, ნამდვილად არ გააჩნია. რაში მდგომარეობს მათი უზენაესი ძალები? "ქალებს შეუძლიათ განასხვაონ ფერები და მათი ჩრდილები და ტონები; აქვთ უფრო ძლიერი იმუნური სისტემა; მიდრეკილნი არიან თანაგრძნობისა და ინტუიციისკენ; აქვთ უნარი გამოავლინონ მოსალოდნელი საშიშროება; ასევე, შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება - ეს ყველაფერი კი კაცებს არ შეუძლიათ"- ამბობენ მეცნიერები! ქალი ძეწნაა ამაოებაში ჩაღვრილი… ეზოდან ეზოში გადარგული ხეა… ქალი ბოდვაა… ცხოვრების თავდავიწყებული ბოდვაა... ქალი გაშიშვლებული სიმართლეა…. ქალი ტალღაა.. ყველაზე ცისფერი ტალღა... ქალი ძლიერია… მეწყერივით ძლიერი… ნიაღვარივით წამლეკავი და კიდევ უფრო ხშირად წალეკილი…. ქალი ყველაფერია… ის უბრალოდ უბრალოებაა…. ქალი პოტენციური მკვლელია… ყველაზე ჩუმი… ნაზი… ლამაზი.. მკვლელი… ქალი ზმანებაა… მისი ნახევარი კაცის ღამეული სიზმარი… ქალი ამოხვნეშაა.. გაწირულის ლოცვაა და შემლოცველის თვალები… ქალი სიჩუმეში, სიცივეში დაოკებული ვნებაა… ქალი მომლოდინეა.. ქალი თავადაა ლოდინი… ქალი კაცური ფანტაზიაა… ყველაზე სრულყოფილი მწველი და აუტანელი ფანტაზია.. ქალი აღუქმელი კისკისია. ქალი მონაა და ქალი ბატონია.. მაგრამ, ეს ყველაფერი ხშირად ზრაპარია…. კივილამდე მიყვანილი დუმილია… და ისევ ოცნებააა… აუხდენელი ჩაკირული და ატირებული ოცნება… ეჭვსგარეშეა, რომ ყველა ქალი უნიკალურია და თუ არ გჯერათ, დაათვალიერეთ კრებული. ქალის სილამაზე წარმოუდგენელი და საოცარი კადრებით266 4-ს მოსწონს
|