საზოგადოება ლევან ჩაჩუას მიმართვა ბიძინა ივანიშვილს 4 დეკემბერი, 16:36 "მივმართავ საქართველოს არაოფორმალურ მმართველს, ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს! 12 წელი თქვენც და თქვენმა ხელის ბიჭებმაც მოანდომეთ საკუთარი ჯიბის გავსებას, კაცები გვდევნეთ, გვაპატიმრეთ, ნაცების გარდა ყველა მოგვაქციეთ იზოლაციაში და სრული კარტბლანში მიეცით - ნარკორეალიზატორებს, გეიკლუბების მეპატრონეებს, კაზინოების მეწილეებს, ბანკირ-მევახშეებს, ბორდელვიზიების ტუტუც ჟურნალისტებს, 3 თაობა აღზარდეთ ლიბერასტულ იდეოლოგიაზე და ბუმერანგივით დაგიბრუნდათ ყველაფერი!!!...
თქვენი ვირეშმაკობით ყოვლადმოწყალე უფლის მოთმინების ფიალაც კი აავსეთ, როცა ეკლესიურობის და კონსერვატორობის ნიღბები მოირგეთ და მორწმუნე ხალხი შეცდომაში შეიყვანეთ - ამიტომ გემხობათ თავზე ყველაფერი!!!
ერთადერთი გამოსავალი გაქვთ თავის გადასარჩენად:
1. დროულად დანიშნეთ რიგგარეშე არჩევნები, რაც ხელს შეუწყობს ესკალაციის შეჩერებას და მოსალოდნელ სისხლისღვრას აგვაცილებს ქართველებს
2. ხელს ნუ შეუშლით სუფთა ელიტის (და არა თქვენი ჯიბის ექსპერტების) ჩამოყალიბებას, რომელიც ჩაანაცვლებს ჩამყაყებულ მოქმედ პოლიტ-ელიტას და
რომელიც დაალაგებს ურთიერთობებს როგორც დასავლეთის, ისე ჩრდილოეთის მიმართულებით, რომ საქართველო არ იქცეს ნატო-რუსეთის დაპირისპირების ახალ პოლიგონად!
3. საჯაროდ ითხოვეთ შენდობა უფლის წინაშე ქართველი ერის გახლეჩისთვის,
გაღატაკებისთვის, სამშობლოდან (ლუკმა-პურის და ბანკის პროცენტის გადასახდელი თანხის საშოვნად) გადახვეწისთვის, ოჯახის დამანგრეველი და გაჭირვებულ მშობლებზე შვილების წამრთმევი კანონებისთვის, ახალგაზრდობის განარკომანებისა და გადაგვარებისთვის.
შეგეწიოთ უფალი და გაგინათოთ გონება, რომ ღვთისმშობლის წილხვედრის მართვის სადავეებთან მიუშვათ მართლაც მორწმუნე, ეროვნული ცნობიერების მქონე მცოდნე მამულიშვილები, რომლებიც უხვად მოიძებნებიან ჩვენს სამშობლოში და რომლებიც "შუა უნდა გაიკრიფოს" დანაშაულებრივი პოლიტიკის გამო ხელოვნურად იყვნენ ჩამოშორებულნი ქვეყნის კომპეტენტურად მართვის შესაძლებლობას.
იქნებ მოწყალე ღმერთმა გვიხსნას სამართლად ჩვენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან და შეგვიწყალოს." - ლევან ჩაჩუა
247 შეფასება არ არის
|