x
მეტი
  • 05.12.2024
  • სტატია:138672
  • ვიდეო:351978
  • სურათი:512304
"ამიტომ სჩადის ამ სისულელეს. დაიკიდეთ"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ფედერალისტების" ერთ-ერთი დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, ირაკლი კობახიძესთან თინა ხიდაშელისა და პაპუნა ჯანელიძის სავარაუდო დებატებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"თვითაქტუალიზაცია უნდა ხიდაშელს.


უნდა ძალიან ძლიერად (აღარავის ახსოვდა).


და ამიტომ სჩადის ამ სისულელეს.


დაიკიდეთ.


არავინაა მაინც, ის არ განასახიერებს პროტესტს და ვერ მოახდენს რეჟიმის ნორმალიზაციას.


(ისე უნდა ვქნათ, რომ ამ ეგომანიაკალურ უგუნურებას ჩვენთვის სასარგებლო გამოვაძროთ – დავანახოთ მოქალაქეებს, რა მოსდის იმის რეპუტაციას, ვინც რეჟიმის ნორმალიზაციას ცდილობს)."-ვკითხულობთ "ტაბულას" დამფუძნებლის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თავდაპირველად მზაობა გამოთქვა გაემართა დებატები ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ, პაპუნა ჯანელიძესთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ, თინა ხიდაშელთან შემდეგ კი, განაცხადა, რომ დაინტერესებულ მხარეებს 12 ადამიანი კანცელარიაში ელოდება. კობახიძის ფორმატი და პირობები ყოფილი მინისტრებისთვის მისაღები არ არის, ამის შესახებ მათ სოციალურ ქსელში თავად დაწერეს.



0
213
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
213