x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შოკოლადის პასტა 5 წუთში

image

imageინგრედიენტები:

imageკარაქი — 125 გრ.
ნიგვზიანი შოკოლადის ფილა — 90 გრ.
შესქელებული რძე — 1 ქილა (380 გრ.)
კაკაოს ფხვნილი — 1-1, 5 ს. კ. image
მომზადება: imageI. თასში გაადნეთ კარაქი და გადმოდგით ცეცხლიდან > დატეხეთ და დაამატეთ შოკოლადის ფილა > ურიეთ ხელის სათქვეფით, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ.
II. დაუმატეთ შესქელებული რძე > ისევ ხელის სათქვეფით ურიეთ და ერთგვაროვანი მასის მიღების შემდეგ, დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი.

III. მიღებული პასტა გადაიტანეთ მინის ქილაში და მაცივარში შეინახეთ, რომ კარგად გაგრილდეს და შესქელდეს. imageაქვე გთავაზობთ, "შოკოლადის იტალიური დესერტის" რეცეპტს, რომელიც მოსამზადებლად ასევე მარტივია და ძალიან გემრიელია:image
ინგრედიენტები:image33-35%-იანი ნაღები — 400 მლ.
მწარე შოკოლადი — 400 გრ.
შაქრის პუდრი — 4 ს. კ.
ლიქიორი "Baileys" — 4 ს. კ.
ნიგოზი — 50 გრ.
ორცხობილა, ან ბისკვიტი — 50 გრ.
კარაქი — ფორმაზე წასასმელად image
image

imageმომზადება: image
I. ნიგოზი და ორცხობილა (ბისკვიტი) მოათავსეთ ბლენდერში და დაფხვენით.
II. ნაღებს დაუმატეთ შაქრის პუდრი და ნაჭრებად დამტვრეული შოკოლადის ფილა > დადგით დაბალ ცეცხლზე და ურიეთ, ვიდრე ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ > დაუმატეთ ლიქიორი და მორევა გააგრილეთ.
III. კვადრატულ, ან მართკუთხა ფორმაში ჩააფინეთ სამზარეულოს აპკი > წაუსვით კარაქი > გამზადებული ნაფხვენის ნახევარი ჩაყარეთ ფორმაში და თანაბრად გაანაწილეთ > ჩაასხით შოკოლადის მასა > ზემოდან მოაყარეთ დარჩენილი ნაფხვენი.

IV. შედგით მაცივარში, მინიმუმ, 4 საათით.

V. გამზადებული დესერტი ფრთხილად ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით ულუფებად. image

image

არხის სხვა სიახლეები:


* მინოსური ცივილიზაციის ყველაზე შთამბეჭდავი ტექნოლოგიები

* კანადელი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ სტალინი 1959 წ. გარდაიცვალა

* პენტაგონში არ უარყოფენ, ოკეანის ფსკერზე, უცხოპლანეტელების ბაზის არსებობის შესაძლებლობას

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები

image

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0